ადგილი, სადაც უძველესი ცივილიზაცია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის - ეს დასასვენებელი სივრცე ნეკრესი ისთეით • NEKRESI ESTATE-ია, რომელიც კახეთის სოფელ შილდაში, ნეკრესის ნამოსახლართან მდებარეობს.
აქ თქვენ შეძლებთ თვალი მიადევნოთ ღვინის დამზადების პროცესს, ჩაერთოთ გასტრონომიულ მასტერკლასებსა და თუნდაც მებაღეობაში. თუმცა თუ უპირატესობას ანიჭებთ პასიურ დასვენებას, შეგიძლიათ უბრალოდ ისეირნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და დატკბეთ უნიკალური ქართული ღვინით.

სასტუმროში წარმოდგენილია 20 ადამიანზე გათვლილი 8 ნომერი, 120 სტუმარზე გათვლილი რესტორანი ღია ტერასითა და უნიკალური მარანი 11 სახეობის ქვევრის ღვინით. მათ შორის შუშხუნა პეტნატც გვხვდება.
მამული მდებარეობს ძველი ტყის სიახლოვეს და გარშმორტყულია საუკუნოვანი მუხისა და ჭადრის ხეებით.
სასტუმროს ფასადი შემკულია ხის ორნამენტებით, რომელიც იმეორებს ძველ ქართულ, ბოლნისის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ, ორნამენტებს.

ნეკრესი ისთეით • NEKRESI ESTATE-ის კონცეფცია ე.წ. ბაღიდან - მაგიდამდე იდეას ეფუძნება. შესაბამისად, რესტორანში დაგხვდებათ საინტერესო ქართული კერძები დამზადებული ნეკრესის ბაღში მოყვანილი პროდუქტებისა და ადგილობრივი ფერმერების ნაწარმისგან. საოცარი ქართული სამზარეულო და ჩვენი მარნის ღვინო კი გასაოცარ გასტრონომიულ თავგადასავალს გპირდებათ.

რა უნდა იცოდეთ, თუ სასტუმროში დასვენებას გადაწყვეტთ?
სასტუმროში არის 8 ნომერი, საიდანაც 6 გათვლილია ორ, ხოლო 2 ნომერი სამ სტუმარზე
ნომერში დაგხვდებათ:
სერვისები:
აქტივობები:
დანაზოგების მასშტაბური პლატფორმა Hotsale.ge და სასტუმრო ნეკრესი ისთეით • NEKRESI ESTATE პარტნიორები გახდნენ, ამ მეგობრობის საფუძველზე კი საიტის მომხმარებლებს აქვთ საშუალება დაისვენონ პრემიუმ ტიპის სასტუმროში მაღალი დანაზოგით.
Hotsale.ge თანამშრომლობს სხვადასხვა პრემიუმ კლასის სასტუმროსთან მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მომხმარებელს კომფორტული და საინტერესო დასვენების საშუალებას აძლევს, რაც მთავარია ყველაზე დიდი დანაზოგით.
R