ავტორი:

“დიდი სიამოვნებით მივიდოდი “კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს...“ - ლევან ხაბეიშვილი

“დიდი სიამოვნებით მივიდოდი “კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს...“ - ლევან ხაბეიშვილი

“ივანიშვილის რეჟიმი არსად წავა, სანამ რეჟიმის დამხობას ხალხი თავად არ უზრუნველყოფს! - ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება! ახლა როგორც უნდათ, ისე გადათარგმნონ, რას ჰქვია დამხობა და რას ჰქვია ძალას დაუპირისპირო ძალა! როგორც გაიგებენ ადამიანები, ზუსტად იმას ვგულისხმობ, სიტყვა სიტყვით“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმი" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

  • მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის, საკუთარი ფულის და კეთილდღეობის გარდა, არაფერი აინტერესებს და ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის დამხობაა.

„მკაფიოდ გამოჩნდა ივანიშვილის რეჟიმის კონტურები - ისინი არსად წავლენ მანამ, სანამ რეჟიმის დამხობას ხალხი თავად არ უზრუნველყოფს. ჩვენ აღარ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი რამე რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ, რაღაცას ანგარიშს გაუწევენ. ასე არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის საკუთარი ფულის და კეთილდღეობის გარდა, არაფერი აინტერესებს. ერთადერთი, რაზეც ის ჯავრობს და ნერვიულობს, არის ის სანქციები, რომელიც მას აქვს. რეალობა არის შემდეგი - ამ ე.წ. ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ ცივილიზებულ სამყაროში, საზოგადოებრივი აზრი არის მომწიფებულ და ყველამ კარგად გაიგო, როგორ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ჩემი აზრით, ახლა ერთადერთი გამოსავალია საქართველო ივანიშვილის გარეშე და ივანიშვილის დამხობა. ეს სიტყვათა თანხმობა შეიძლება ვინმეს აშინებდეს, აი, დამხობა რას ნიშნავს...,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

  • ამასთან, ხაბეიშვილი ამბობს, რომ რადიკალიზაციას არა ოპოზიცია, არამედ ივანიშვილი ახდენს.

„რეჟიმის დამხობა უნდა გამოიხატოს შემდეგში: ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ის არ უნდა მართავდეს. დღეს რას ვხედავთ?! ივანიშვილს არ უყვარს ნახმარი ნივთები. როგორც ნახმარი ნივთები არ უყვარს, ისე არ უყვარს გამოყენებული, ნახმარი ადამიანები. გამოიყენა ეს ადამიანები, ექსპლუატაცია უბრალოდ გაუგრძელდა ლილუაშვილს. ის ცოტა უფრო დიდხანს იყო ექსპლუატაციაში, ვიდრე მაგალითად, სხვა თანამდებობის პირები. ისევე როგორც გომელაური. 2015-2016 წელს ივანიშვილის სამთავრობო კაბინეტიდან 80%-ს ვერ იპოვით, სახელი და გვარიც არ გაგახსენდებათ. რატომ?! გამოიყენეს, ერთჯერადად იხმარეს და გადააგდეს. ასევე, ლილუაშვილს უშვებს, ოხანაშვილს ნიშნავს. გომელაურს უშვებს, გელას ნიშნავს. ამიტომ დამხობა ნიშნავს იმას, რომ ამას არ უნდა აკეთებდეს ივანიშვილი. ივანიშვილი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ის არ უნდა წყვეტდეს, ვინ სად იყოს და როგორ იყოს. ეს არის რეჟიმის დამხობა, რომ ის ვერ ჩაატარებს არჩევნებს, ვერ დანიშნავს მინისტრებს... პოლიტიკის დაბრუნება ამ ქვეყანაში ნიშნავს რეჟიმის დამხობას, ივანიშვილის პირობებში ვერ დაბრუნდება, არაფერი იქნება,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

  • ამასთან, მან საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მაინცდამაინც ნორმალური არ ჰქონია, ეს ადამიანები ასე უმიზეზოდ ციხეში მიდიოდნენ, თუმცა მათ პრინციპულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

კითხვაზე, დაბარების შემთხვევაში მივა თუ არა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დიდი სიამოვნებით მივიდოდა და „თავს მოაჭამდა წულუკიანს“.

„ცხადია, მომხრე არ ვარ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში იყოს და არ მგონია, მაინცდამაინც ნორმალური, რომ ასე უმიზეზოდ ეს ადამიანები ციხეში მიდიოდნენ, თუმცა ცხადია, პატივს ვცემ მე მათ პრინციპულ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, გაუტკბა წულუკიანს და ტუქსავს [ხალხს]. ყველა, ვინც მანდ მიდის, მისი მოსწავლე ჰგონია და თითებს უქნევს.

ცხადია, მაგ კომისიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, თუმცა დიდი სიამოვნებით მივიდოდი და თავს მოვაჭამდი წულუკიანს. წულუკიანმა რა კითხვა უნდა დამისვას, მართლა მაინტერესებს. ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ვინმე ამ ადამიანს პასუხს გასცემს. მამამისი ხვრეტდა ქართველებს. მკვლელის ინსტინქტები აქვს ამ ადამიანს. როგორი ოჯახიდანაც გამოდის წულუკიანი, აბსოლუტურად ისე იქცევა - „ამას ჩამოხრჩობა, იმას დილეგში დაჭერა, იმას ციხე, ამას ის“ და ჭკუას გვარიგებს. მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ვინმე ამ ადამიანთან მივა და შეახსენებს, რომ დახვრეტა რომ გააუქმეს, მამამისი მერე ხვრეტდა ადამიანებს. იგივე სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური დიდი მონოტორული იმით რომ სხედან. ბოდიში ეს და მართლა „პატარა კაცები“. ამათ ვინმე თუ პასუხს გასცემს სამშობლოს ღალატისთვის და მათ პასუხს მოსთხოვს იმაზე, რასაც აკეთებენ, მე მაგალითად კმაყოფილი ვიქნები,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.