ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ფრაზა - მანქანა აუქციონზე ვიყიდე და 2 თვეში ჩამოვა. თუმცა ასევე ხშირად გაიგებდით იმასაც, რომ მანქანა იმაზე დიდი დაზიანებით ჩამოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ხარჯმა გაწერილს გადააჭარბა. ზოგადად, ავტომობილის აუქციონზე შეძენის მთავარი უპირატესობა მისი შედარებით ბიუჯეტური ღირებულებაა. საქართველოდან ყველაზე ხშირად მანქანებს ამერიკულ აუქციონებზე ყიდულობენ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირია სცენარის მოულოდნელი განვითარებაც. სწორად შეარჩიო ავტომობილი, სწორად შეაფასო რისკები და ზუსტად მიიღო ის, რაც გამოიწერე — ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროცესში კვალიფიციური ადამიანი ჩაერთოს. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ გამოცდილებას, ცოდნასა და ყურადღებას მოითხოვს.
პირველ რიგში, განვიხილოთ ის, თუ რა საკითხების შემოწმებაა საჭირო აუქციონზე ავტომობილის შეძენამდე. გაითვალისწინეთ, რომ სხვა ცნობილი აუქციონების პარალელურად, არსებობს Manheim-ის აუქციონი, რომელზეც დაუზიანებელი ავტომობილებია განთავსებული. აქ მანქანების გაყიდვა, როგორც წესი, მაღალი გარბენის გამო ხდება. სტანდარტულ შემთხვევაში კი, როდესაც დაზიანებულ მანქანას ყიდულობთ, შემოწმება ვიზუალური დათვალიერებით იწყება. უფრო სანდოა მანქანა, რომელსაც ვიზუალურად აღბეჭდილი დაზიანება აქვს. ზოგადად, აშშ-ში ავტომობილის შეკეთება საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია, ამიტომ იქ შეკეთების ნაცვლად, მანქანები აუქციონზე გასაყიდად გააქვთ. გამოუცდელი თვალით დაზიანება შეიძლება არასათანადოდ შეაფასოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია საქმეში პროფესიონალები ჩართოთ. საქართველოში ამ მხრივ მომსახურებას არაერთი კომპანია ახორციელებს, თუმცა შუამავალსაც სწორად შერჩევა სჭირდება. გიორგი სოზაშვილი, რომელიც კომპანია Carmall-ის გაყიდვების დირექტორია, აღნიშნავს, რომ მათ კომპანიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ექსპერტების ჯგუფს ფარული დაზიანება აღმოუჩენია და კლიენტი არასასურველი მანქანის შეძენისგან დაუცავს.
„ჩვენ გვყავს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ექსპერტთა გუნდი, რომელიც დიდ მონიტორზე აკვირდება თითოეულ ავტომობილს და მომხმარებელს ზუსტ დასკვნას აძლევს. ისინი აფასებენ უმცირეს რისკებსაც კი და გასცემენ რეკომენდაციებს. ვიზუალური დათვალიერების დროს ხდება დაზიანების შეფასება და ხარჯების გამოთვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სურათებიდან შეფასდეს, პოტენციურად რა შეიძლება ჰქონდეს დაზიანებული. გარეგან დაზიანებაზე დაკვირვებით სავარაუდო შიდა დაზიანებასაც ვადგენთ. მაგალითად, დარტყმის სიძლიერე რამდენად დიდი შეიძლება ყოფილიყო და მანქანას ძრავა ან რადიატორი ხომ არ შეიძლება ჰქონდეს დაზიანებული. ვიზუალური დათვალიერების დროს ასევე ხდება დაკვირვება, რომელიმე დეტალი შეღებილი ხომ არ არის. რეალურად არის რისკები, რომ დაზიანებები ისტორიაში არ იყოს ასახული. ოთხივე გვერდს ამოწმებენ ჩვენი ექსპერტები. ამის შემდეგ უკვე მოწმდება ავტომობილის ისტორია, მეპატრონეების რაოდენობა, ავარიების რაოდენობა. ამ ინფორმაციას VIN-კოდი გვაძლევს. თითოეული დეტალის განსაზღვრა და შემოწმება ჩვეულებრივი ადამიანისთვის მარტივი ნამდვილად არ არის“, - განმარტავს გიორგი სოზაშვილი.
VIN-კოდი არის უნიკალური კოდი, რომელიც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ენიჭება. ის 17 სიმბოლოსგან შედგება და ავტომობილის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება. VIN-კოდი მანქანის სრულ ისტორიას ინახავს, მათ შორის, რამდენი მეპატრონე ჰყავდა, რა სერვისი აქვს მიღებული, რა სიხშირით იცვლებოდა ზეთი, ნაავარიებია თუ არა, აქვს თუ არა ვიზუალური დაზიანება...
ამ ინფორმაციის შემოწმება ყველას შეუძლია, თუმცა როგორც გიორგი სოზაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, აუქციონზე განთავსებული ინფორმაცია სრულად სანდო არაა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი შეძენამდე ექსპერტთა გუნდის ჩართვა.
„აუქციონზე მითითებულ ინფორმაციას 50/50-ზე შეგვიძლია ვუწოდოთ რომ სანდოა. მაგალითად, იქ უბრალოდ მითითებულია, რომ მანქანას წინა ნაწილზე აქვს დაზიანება, დაზიანების დონე კი არაა შეფასებული. ასევე, გარბენს სჭირდება დამატებითი გადამოწმება. უნდა გავარკვიოთ, მანქანას კერძო პირი ყიდის თუ სადაზღვევო კომპანია. როგორც წესი, უკეთესია მანქანა სადაზღვევო კომპანიისგან შევიძინოთ. ამ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანქანას ფარული დაზიანება ჰქონდეს ან ინფორმაცია არასწორად იყოს მითითებული“, - დაამატა გიორგი სოზაშვილმა.
Carmall-ის გაყიდვების დირექტორი გვიზიარებს იმ შეცდომებსაც, რომელსაც ადამიანები აშშ-ში აუქციონზე ყიდვისას ყველაზე ხშირად უშვებენ.
თუ ამ შეცდომებს გაითვალისწინებთ და აუქციონზე გამოტანილ ავტომობილს დეტალურად შეისწავლით, მაშინ მართლაც კარგი მანქანის საკმაოდ დაბალ ფასად შეძენას შეძლებთ.