ავტორი:

საქართველოს შუა დერეფნით ჩინეთის ქალაქი უხანი დაუკავშირდება - რა ვიცით პირველ ტრანსკასპიურ სარკინიგზო რეისზე და ტვირთზე

საქართველოს შუა დერეფნით ჩინეთის ქალაქი უხანი დაუკავშირდება - რა ვიცით პირველ ტრანსკასპიურ სარკინიგზო რეისზე და ტვირთზე

საქართველო, როგორც საბოლოო დანიშნულების ქვეყანა, ჩინურ მატარებელ China-Europe Express-ით კოვიდპანდემიის გავრცელების ქლაქ უხანიდან ტვირთს პირველად მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო, “ჩჟუნსინშე” ავრცელებს.

  • მატარებელს თბილისისა და ფოთის პორტის მიმართულებით 14.82 მლნ იუანზე, ანუ დაახლოებით, 2.06 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთი მოაქვს. მათ შორის არის მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამშენებლო მასალები.

მგზავრობის დრო, დაახლოებით, 18 დღეს შეადგენს.

მატარებელი სახელმწიფო საზღვარს ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხორგოსის საკონტროლო პუნქტზე გადაკვეთს, ყაზახეთს გაივლის და ტვირთს აქტაუს საზღვაო პორტში კასპიის ზღვაზე მოძრავ ბორანზე გადატვირთავს, რის შემდეგაც ტვირთი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩავა და ისევ რკინიგზით თბილისსა და ფოთს მიეწოდება... წაიკითხეთ ვრცლად