იტალიაში ვულკანი "ეტნა" ამოიფრქვა. ვრცელდება ფოტო და ვიდეო კადრები, სადაც ფერფლისა და კვამლის უზარმაზარი ღრუბლები ჩანს.
იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) ცნობით, ამ ადგილას დღეს დილით რამდენიმე "მზარდი ინტენსივობის" აფეთქება დაფიქსირდა.
"ეტნა" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, ამოფრქვევები იშვიათი არ არის და იშვიათად იწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან დაშავებას. თუმცა ამჟამად, როგორც ფოტო და ვიდეო მასალიდან ჩანს, ვულკანის ამოფრქვევა მასშტაბურია.




