ჩრდილოეთ კორეიდან ფარულად გატანილმა მოწყობილობამ, რომელიც ვიზუალურად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სმარტფონისგან, და ფუნქციითაც ტელეფონია, კიმ ჩენ ინის დიქტატურის ახალი დონე გამოავლინა.
ის ფარულად იღებს ე.წ. სქრინშოტს ყოველ ხუთ წუთში და ასევე გაირკვა, რომ შესაბამის სერვერზე გადასცემდა ინფორმაციას, როცა ესა თუ ის ადამიანი სამხრეთ კორეასთან დაკავშირებულ სიტყვებს გამოიყენებდა, ან სამხრეთ კორეული აქცენტით ისაუბრებდა.

ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სეულში დაფუძნებულმა მედიაორგანიზაცია Daily NK-მ გასული წლის ბოლოს ეს აპარატი ჩრდილოეთ კორეიდან ფარულად გაიტანა.
ეს მიუთითებს იმის შესახებ, რომ კიმის დიქტატურა ტექნოლოგიებს კონტროლისთვის შესანიშნავად იყენებს.

ჩრდილოეთ კორეელმა დისიდენტმა, 24 წლის კანგ გიურიმ, BBC-ს განუცხადა, რომ ვარცხნილობისა და ჩაცმის სტილის გამო ქუჩაში აჩერებდნენ და საყვედურობდნენ. ის რეჟიმს 2023 წელს გაექცა და ამჟამად სამხრეთ კორეაში ცხოვრობს. კანგის თქმით, ბანდიტური რაზმები მის პირად შეტყობინებებსაც კითხულობდნენ.
"ადრე ნორმალური მეგონა, რომ სახელმწიფო ასე გვზღუდავდა. მეგონა, რომ სხვა ქვეყნებიც ასეთი კონტროლით ცხოვრობდნენ. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში ხდებოდა“, - თქვა მან.