ავტორი:

ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს

ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, 167 ხმა მიიღო.

ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 9 სექტემბერს დაიკავებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ერთი წლით უხელმძღვანელებს.