ავტორი:

ბილ გეითსი გეგმავს, თითქმის მთელი ქონება აფრიკის ქვეყნების განვითარებას მოახმაროს - რას აცხადებს მილიარდერი

ბილ გეითსი გეგმავს, თითქმის მთელი ქონება აფრიკის ქვეყნების განვითარებას მოახმაროს - რას აცხადებს მილიარდერი

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი აცხადებს, რომ ქონების უმეტეს ნაწილს მომდევნო წლების განმავლობაში აფრიკაში ჯანდაცვისა და განათლების სერვისების გაუმჯობესებას მოახმარს.

  • "ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და განათლება ის გზაა, რომლითაც აფრიკის ყველა ქვეყანა კეთილდღეობის გზას უნდა დაადგეს", - აცხადებს ბილ გეითსი.

ამის შესახებ მილიარდერმა ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და მოუწოდა აფრიკელ ახალგაზრდებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შექმნან ხელოვნური ინტელექტი კონტინენტზე ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.

ბილ გეითსმა გასულ თვეში განაცხადა, რომ 2045 წლისთვის თავისი ქონების 99%-ს გასცემს და ქველმოქმედებას მოახმარს.

აფრიკული ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან ბილ გეითსის ამ გადაწყვეტილებას. მოზამბიკის ყოფილი პირველი ლედი, გრასა მიშელი აცხადებს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან აფრიკისთვის "კრიზისულ მომენტში" გადაიდგა.

ცნობისთვის აშშ-ის მთავრობამ, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. აფრიკისთვის დახმარება შეამცირა, მათ შორის შეაცერა აივ ინფიცირებულთა პაციენტების მკურნალობის პროგრამები.