თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან“ “ღრმაღელის“ მეტროსადგურამდე მოძრაობა შეფერხებულია.
მათივე ცნობით, მოძრაობის შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
თავის მხრივ, როგორც “ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, “ღრმაღელის მეტროში დაკვამლიანებაა“.