ავტორი:

ტრამპის ადმინისტრაციამ ბაიდენის წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოძიება დაიწყო - რა კითხვები აქვს გამოძიებას?

ტრამპის ადმინისტრაციამ ბაიდენის წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოძიება დაიწყო - რა კითხვები აქვს გამოძიებას?

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, იყო თუ არა კომპეტენტური ჯო ბაიდენი, როდესაც ოჯახის წევრებისა და სიკვდილმისჯილი პატიმრების შეწყალების ბრძანება გასცა.

ედ მარტინმა - ტრამპის ადვოკატმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს დაევალა, გამოიძიოს ბაიდენის მიერ პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეებში გაცემული შეწყალებათა წყება, რომელთა შორისაც მისი ვაჟი, ჰანტერიც აღმოჩნდა.

ადვოკატმა თქვა, რომ გამოძიება ეხება იმას, იყო თუ არა "კომპეტენტური ბაიდენი, ან ხომ არ ახდენდა ზეგავლენას მასზე სხვა გადაწყვეტილების მიღების და შეწყალების დროს სპეციალური მოწყობილობის, ე.წ. ავტოპენის გამოყენების დროს".

ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა აქამდე გააკეთეს სხვადასხვა განცხადება, რომ ბაიდენის მიერ ამ მოწყობილობის გამოყენება პრეზიდენტობის დროს მის ქმედებებს ეწინააღმდეგებოდა, ან მიანიშნებდა, რომ მან ამ ქმედების შესახებ ყველაფერი არ იცოდა.

არსებული ინფორმაციით, გამოძიების მთავარი ინტერესის ობიექტია ბაიდენის მიერ მისი ოჯახის რამდენიმე წევრისთვის გაცემული წინასწარი შეწყალებები და ბრძანებები, რომელმაც 37 პატიმარი გადაარჩინა სიკვდილის განაჩენისგან.

  • ტრამპისთვის პრეზიდენტობის გადაბარებამდე ბაიდენმა თავისი ოჯახის რამდენიმე წევრი შეიწყალა და განმარტა, რომ უნდოდა, ისინი მომავალი პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებებისგან დაეცვა.

შეწყალება შეეხოთ ბაიდენის დედმამიშვილებს, ჯეიმს ბაიდენს, ფრენკ ბაიდენს და ვალერი ბაიდენ ოუენსს, ასევე, მათ მეუღლეებს, ჯონ ოუენსს და სარა ბაიდენს.

ბაიდენმა 1-ელ დეკემბერს შეიწყალა თავისი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი, რომელმაც გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული დანაშაული აღიარა.

წყარო