ავტორი:

უხერხული მომენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან - ნურმაგომედოვს რეპორტიორმა ქალმა ხელი გაუწოდა, თუმცა ხაბიბმა მას ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

უხერხული მომენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან - ნურმაგომედოვს რეპორტიორმა ქალმა ხელი გაუწოდა, თუმცა ხაბიბმა მას ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო, ხოლო მისმა ქმედებამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.

საქმე ისა, რომ მატჩის რეპორტაჟამდე CBS Sports-ის წამყვან ქალს, ქეით სკოტს ხელი არ ჩამოართვა მაშინ როცა ქეითმა მას ხელი გაუწოდა.

ნურმაგომედოვმა, რომელიც მუსლიმია, ხელი ჩამოართვა სტრიმერ IShowSpeed-ს, ჯეიმი კარაგერს, მიკა რიჩარდსს და ტიერი ანრის, ხოლო როცა ქეითმა ხელი გაუწოდა, ხაბიბმა იმავეთი არ უპასუხა და სანაცვლოდ, ხელი მკერდთან მიიტანა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2F5pillarsuk%2Fvideos%2F972182035130507%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

სავარაუდოდ, ხაბიბი რელიგიური შეხედულებების შესაბამისად მოიქცა. როგორც ცნობილია, ის ისლამის ერთგული მიმდევარია. ისლამი კი მოუწოდებს მამაკაცებს, რომ ხელი არ ჩამოართვან ქალს, რომელზეც დაქორწინებულები არ არიან.