ავტორი:

არ გამოტოვოთ ყველაზე ემოციურ საღამოზე დასწრების შანსი! დათო კენჭიაშვილის ქუთაისის სოლო კონცერტის ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია

არ გამოტოვოთ ყველაზე ემოციურ საღამოზე დასწრების შანსი! დათო კენჭიაშვილის ქუთაისის სოლო კონცერტის ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია

„საქართველოს ბულბული“ — დათო კენჭიაშვილი აგრძელებს დიდ ტურნეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შემდეგი გაჩერება ქუთაისია!

ტურნე 7 მაისს ბათუმიდან დაიწყო. საკუთარ დაბადების დღეს, მუსიკოსმა ბენდთან ერთად დაუვიწყარი ორსაათიანი კონცერტი გამართა ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრის სცენაზე. კონცერტის ფინალი სრულიად იმპროვიზებული აჭარულით დასრულდა, რასაც ტაში და ემოციების ზღვა მოჰყვა. დარბაზი ფეხზე ადგა.

დათო კენჭიაშვილი მზადაა, ქუთაისელ მსმენელს შეხვდეს. როგორც თავად ამბობს:

„ბათუმში წარმატებული კონცერტის შემდეგ, ქუთაისთან შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის დაუვიწყარია და მინდა, რომ ჩვენი მუსიკა და ენერგია ქუთაისელებისთვის გულში ჩამწვდომი იყოს. კონცერტი მესხიშვილის თეატრში გაიმართება — ეს ადგილი ჩემთვის ემოციურად ძალიან ძვირფასია. იქ ბევრი სპექტაკლი მინახავს ბავშვობაში, ახლა კი ამ სცენაზე თავად უნდა ვიდგე — დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენი ვიბრაცია შეერწყმება ამ კედლების უძლიერეს ენერგიას.“

კონცერტი გაიმართება 23 ივნისს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში.

დათო კენჭიაშვილი ის მომღერალია, ვის კონცერტებზეც სრული ანშლაგია — ამის დასტურია თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარებული კონცერტი - „დედა ღვთისაა“. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი 7 მარტს ბოლომდე გაივსო, ათასობით ადამიანი დარჩა გულდაწყვეტილი, რადგან ვერ მოახერხეს ბილეთების შეძენა, ან თბილისში ჩამოსვლა. სწორედ მათთვის და საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები მსმენელისთვის გადაწყვიტა მომღერალმა მასშტაბური ტურნეს დაწყება.

იჩქარეთ, მოასწარით ბილეთების შეძენა!

არ გამოტოვოთ შანსი, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კონცერტი იხილოთ თქვენს ქალაქში — დათო კენჭიაშვილის ტურნე სწორედ თქვენთვის დაიწყო!

R