ავტორი:

გრეტა ტუნბერგი ღაზას სექტორისკენ გემით გაემგზავრა - რა არის 12 აქტივისტის მისია?

გრეტა ტუნბერგი ღაზას სექტორისკენ გემით გაემგზავრა - რა არის 12 აქტივისტის მისია?

ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი და კიდევ 11 პირი ღაზას სექტორისკენ გემით გაემგზავრნენ. მოგზაურობის მიზანი, რომელიც კვირას დაიწყო, „ისრაელის ალყის გარღვევაა“.

“თავისუფლების ფლოტილის კოალიციის“ მიერ მართული იალქნიანი ნავი სახელად „მადლინი“ სიცილიის პორტ კატანიიდან გავიდა.

გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეეცდებიან ღაზას სექტორის სანაპიროებამდე მისვლას, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიიტანონ და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ „საერთაშორისო ცნობიერება“ გაზარდონ.

“ყველაფრის მიუხედავად, უნდა გავაგრძელოთ მცდელობა, რადგან იმ მომენტში, როდესაც სხვისთვის დახმარების მცდელობას ვწყვეტთ, ვკარგავთ ჩვენს ადამიანურობას. რაც არ უნდა საშიში იყოს ეს მისია, ის არც ისე საშიშია, როგორც მსოფლიოს დუმილი გენოციდის წინაშე პირდაპირ ეთერში,“ - თქვა პრესკონფერენციაზე ტუნბერგმა და ცრემლები წამოუვიდა.

  • ოფიციალური ისრაელი კატეგორიულად უარყოფს გენოციდის ბრალდებებს და მათ ანტისემიტურ „სისხლიან ცილისწამებად“ მოიხსენიებს.

თითქმის სამთვიანი ოპერაციის შემდეგ, მაისის შუა რიცხვებში, ისრაელმა ღაზას სექტორის ბლოკადა შეამსუბუქა და ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარება შეუშვა.

ამასთან, ექსპერტები საუბრობენ, რომ ღაზას სექტორი შიმშილის საფრთხის წინაშე დგას. მსხვილი ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისრაელის შეზღუდვები, კანონისა და წესრიგის დარღვევაა, რაც უკიდურესად ართულებს ღაზას სექტორში მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელისთვის დახმარების მიწოდებას.

“მადლინის“ გუნდს შეუერთდნენ „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი ლიამ კანინგემი და რიმა ჰასანი.

აქტივისტები ვარაუდობენ, რომ თუ მათ არ შეაჩერებენ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად შვიდი დღე დასჭირდებათ.

წყარო

იხილეთ ასევე: