მაშინ, როდესაც აშშ ემზადება ასტრონავტების მთვარეზე დასაბრუნებლად, მედიაში ვრცელდება CIA-ს ფაილი, სადაც ნათქვამია, რომ 25 წელზე მეტი ხნის წინ იქ სიცოცხლე აღმოაჩინეს. ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.
- როგორც სტატიაშია აღნიშნული, 1970-იან და 80-იან წლებში, CIA ატარებდა ექსპერიმენტებს იმ ინდივიდებთან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ შეეძლოთ ინფორმაციის აღქმა შორეული ობიექტების, მოვლენების ან ადამიანების შესახებ, პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც "დისტანციური ხედვა“.
დისტანციური ხედვის მქონე ინგო სვენის გამოცდილება პირველად 1998 წელს გამოვლინდა. ის ჰყვებოდა თუ როგორ დაინახა თავისი ცხოვრების ექსტრანსენსული ეპიზოდის დროს მთვარის "ბნელი მხარე". მისი თქმით, სწორედ იქ დაინახა შოკისმომგვრელი რამ - "შენობები და ადამიანის მსგავსი უცხოპლანეტელები.".
სვენის თქმით, მთავრობის ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ, რომ უცხოპლანეტელებს იქ ბაზა ჰქონდათ,და ჰუმანოიდებს შეეძლოთ მისი ყოფნის შეგრძნება, როდესაც ის მათ გონებით უყურებდა.
-
ექსტრასენსის მტკიცებით, უცხოპლანეტელების რასამ, რომლებიც "ზუსტად ჩვენ გვგავდნენ“, მთვარეზე რამდენიმე გიგანტური კოშკი აღმართეს. ერთ-ერთი მათგანი ნიუ-იორკში გაეროს შენობის ზომის იყო.

- სვენმა, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა, შოკისმომგვრელი ინფორმაციები გამოაქვეყნა 1998 წელს წიგნში - "შეღწევა: არამიწიერი და ადამიანური ტელეპათიის საკითხი“.
მთვარეზე უცხოპლანეტელთა ბაზების ან სიცოცხლის არსებობის მატერიალური მტკიცებულება არასოდეს ყოფილა აღმოჩენილი აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის მიერ განხორციელებული მთვარის მისიების დროს.
- სვენი თავის წიგნში აღწერდა, როგორ მიიღო სატელეფონო ზარი 1975 წლის თებერვალში დაზვერვის აგენტებისგან, რომლებიც საიდუმლო პროექტში დახმარებას სთხოვდნენ. შეხვედრა დაინიშნა სვენსა და სამთავრობო აგენტს შორის, რომელიც ცნობილია როგორც მისტერ აქსელროდი. მამაკაცს დაავალეს, არ ესაუბრა, არ დაესვა კითხვები, შემდეგ კი ვერტმფრენით მიწისქვეშა ბაზაზე გადაიყვანეს და დავალება მისცეს:
"ჩვენ გვინდა, რომ მთვარეზე წახვიდე ჩვენთვის და აღწერო, რას ხედავ“. სვენს ასევე უთხრეს, რომ მას არ შეეძლო ესაუბრა იმაზე, რასაც ამ ხედვაში ნახავდა "მინიმუმ 10 წლის განმავლობაში“.

სვენის თქმით, მთვარეზე უცხოპლანეტელთა ბაზის აღმოჩენის ამბავი დაზვერვის წარმომადგენლებს არ გაჰკვირვებიათ.
2025 წლის 1 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ $6 მილიარდით შეამცირა ბიუჯეტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ოპერაციებსა და მომავალ მისიებს უნდა მოხმარებოდა,
- ამავე დროს, ამ შემცირებამ ნასას შესაძლებლობა მისცა, $1 მილიარდზე მეტი მიმართოს ადამიანური კოსმოსური მისიების დაფინანსებაზე, რათა "ამერიკის კოსმოსური ექსპედიციები უნიკალური, ინოვაციური და ეფექტური დარჩეს.“