ავტორი:

გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს - ის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს

გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს - ის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.

მისი თქმით, გენერალურ აუდიტორად გაბიტაშვილის არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს.

"მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტნე ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა დატოვა და ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება.

შეგახსენებთ, გიორგი გაბიტაშვილს 10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა