Geo Team - ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

"Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერს დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ფარერების წინააღმდეგ ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ოფიციალურად დღეს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.

ფარერების კუნძულების წინააღმდეგ საქართველოს კარს გიორგი ლორია დაიცავს. გიორგი ლორიას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს შედგა და სანაკრებო კარიერას 79 მატჩით დაასრულებს.

და თუ ჯერ კიდევ ფიქრობდი, წამოსულიყავი თუ არა დინამო არენაზე 5 ივნისს ფარერების კუნძულების წინააღმდეგ, ეს იმიტომ უნდა გააკეთო, რომ მატჩის შემდეგ აპლოდისმენტებით გიორგი ლორია გააცილო. ის ჯარისკაცი, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით ქვეყანას 17 წელი ემსახურა", - წერს Geo Team- ი.