ავტორი:

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

  • ჯონ ჰილის განცხადებით, უკრაინა 359 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დრონებს 2026 წლის აპრილამდე მიიღებს.

"დიდი ბრიტანეთი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ასობით ათასი დრონისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებით კიდევ უფრო აძლიერებს“, - განაცხადა ჯონ ჰილიმ.

ამასთან, ჯონ ჰილის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა იანვრის შემდეგ უკრაინას 140 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა და წელს ლონდონი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებისთვის 247 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.