ავტორი:

მშიერი სპილო სურსათის მაღაზიაში შეიჭრა და ნამცხვრები შეჭამა - უჩვეულო შემთხვევა ტაილანდში (ფოტო/ვიდეო)

მშიერი სპილო სურსათის მაღაზიაში შეიჭრა და ნამცხვრები შეჭამა - უჩვეულო შემთხვევა ტაილანდში (ფოტო/ვიდეო)

ტაილანდში, სურსათის მაღაზიაში მშიერი სპილო შეიჭრა. ცხოველმა ბრინჯის ნამცხვრები და ქათმის კვერცხები მიირთვა.

  • მყიდველებმა, რომლებიც მაღაზიაში იმყოფებოდნენ, უეცრად აღმოაჩინეს, რომ მათთან ერთად სპილო "არჩევდა სურსათს".

25 წლის მამრი სპილო მისთვის ზედმეტად დაბალმა ჭერმა ვერ შეაჩერა,

მაღაზიის მეპატრონემ, საბოლოოდ ის გასასვლელამდე მიიყვანა და მაღაზიიდან გაუშვა.

  • "ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მაღაზიას სპილო ეწვია. იმედი მაქვს, რომ ის არ დაბრუნდება", - ამბობს მეპატრონე.

"შეშფოთებული ვიყავი იმ ზიანის გამო, რაც შეიძლებოდა მას გამოეწვია. მან ტკბილი, ხრაშუნა ბრინჯის ნამცხვრები და ქათმის კვერცხები შეჭამა და შემდეგ გავიდა.

გამიკვირდა, როცა დავინახე, რომ ტკბილ საკვებს ჭამდა, რადგან სპილოები ჩვეულებრივ, რაღაც მარილიანს ეძებენ ხოლმე," - აღნიშნა მეპატრონემ.

წყარო