დააკავეს ტეხასელი მამაკაცი, რომელიც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში შეიპარა და აშშ-ის პრეზიდენტის შვილიშვილისთვის, კაი ტრამპისთვის ხელის თხოვნა სურდა. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.
დაკავებული 23 წლის ენტონი რეიესია.
პოლიციის განცხადებით, რეიესს არ მიეცა დაცულ ადგილას შესვლის შესაძლებლობა. პრეზიდენტის დაცვამ რეიესი მას შემდეგ დააკავა, რაც სიგნალიზაცია ამოქმედდა.
დონალდის შვილიშვილი კაი ტრამპი 18 წლისაა. გოგონამ პირველად მაშინ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, როდესაც ბაბუის წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კაი დონალდის უდიდესი მხარდამჭერია. კაი ტრამპს ოჯახის ახალ ვარსკვლავსაც უწოდებენ.