ავტორი:

კახა კალაძის სახელზე ახალი კომპანია "კალა კაპიტალი თბილისი“ დარეგისტრირდა

კახა კალაძის სახელზე ახალი კომპანია "კალა კაპიტალი თბილისი“ დარეგისტრირდა

კახა კალაძემ ახალი კომპანია "კალა კაპიტალ თბილისი“ დაარეგისტრირა. ამის შესახებ სამეწარმეო რეესტრიდან ხდება ცნობილი.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნული კომპანია ოფიციალურად წელს 13 მაისს დარეგისტრირდა რა დროსაც კომპანიის დირექტორად რეესტრში საქართველო-ისრაელის ორმაგი მოქალაქე კახაბერ კობაივანოვი იყო მითითებული.

თუმცა, დღევანდელი, 4 ივნისის ცვლილებით, დირექტორად მის ნაცვლად ლანა ხასიდაშვილი დაინიშნა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვითვე, ლანა ხასიდაშვილი 2025 წლის მარტის მდგომარეობით, ასევე იყო შპს შუფუტ კორპორეიშენის დირექტორი. აღნიშნული კომპანია 2024 წლის აპრილში დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სამეწარმეო რეესტრში კალაძის სახელზე კიდე ერთი კომპანიაა რეგისტრირებული. პირველი შპს "კალა კაპიტალია“, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის სფერო საინვესტიციო, საბანკო მომსახურებები და მათთან დაკავშირებული სერვისებია. ასევე 2024 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის არის 50%-ის წილის მფლობელი კომპანიის "კალა კაპიტალი საფრანგეთი.პარიზი".

წყარო: BPN.GE