ავტორი:

10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ალბი კორძაიას, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ

10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ალბი კორძაიას, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ალბი კორძაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 10 - დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

  • გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, 2 აპრილს, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.