კოლორადოს შტატში ტყეში ხეტიალის დროს, ექსპედიციის წევრებმა იდუმალი ფიგურა შენიშნეს. წამყვანმა გიდმა, ლოგან კირკმა, DailyMail.com-ს განუცხადა, რომ ის და კიდევ 12 ადამიანი სადილისთვის გაჩერდნენ, როდესაც დაახლოებით 500 იარდის მოშორებით უცნაური არსება შენიშნეს. კირკი ამტკიცებს, რომ ის, სავარაუდოდ, ბიგფუტი უნდა იყოს.
ჭორების მიუხედავად, მოსახლეობა მაინც თვლის, რომ ეს ან კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი იყო, ან დათვი, რომელიც ორ ფეხზე დადიოდა. მიუხედავად ამისა, კირკი იმავე ადგილას დაბრუნების ექსპედიციას გეგმავს.
„დავბრუნდებით და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა ვიპოვოთ რაიმე მტკიცებულება... იქნება ეს ნაკვალევი თუ სხვა რამ. ვინ იცის? კლდეებში ძალიან რთულია მსგავსი რამის პოვნა, მაგრამ მაინც გავრისკავთ“, - თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ არსება, სავარაუდოდ, კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი ან დათვია, კოლორადოში ამ წლის მარტიდან მოყოლებული, ადამიანის მსგავსი არსების შესახებ 100-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა. დიდი, თმიანი, ადამიანის მსგავსი არსებების ისტორიები ჩრდილოეთ ამერიკის უძველეს ადგილობრივ კულტურებში საუკუნეებს ითვლის:
თანამედროვე დროში ბიგფუტის შესახებ პირველი ფართოდ გახმაურებული ინფორმაცია 1958 წელს გაჩნდა, როდესაც კალიფორნიის გაზეთ „Humboldt Times“-ის ჟურნალისტმა ენდრიუ გენზოლიმ გამოაქვეყნა მკითხველის წერილი, რომელშიც აღწერილი იყო ბლაფ-კრიკში, ხე-ტყის გაჩეხის ადგილის მახლობლად ნაპოვნი მასიური, იდუმალი ნაკვალევი.
Bigfoot მითიური მაიმუნისმაგვარი არსებაა, რომელიც ეგენდის თანახმად, შორეულ ტყეებში, ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში ბინადრობს. მთის მცხოვრებლებს ამ არსების იმ უბრალო მიზეზის გამო ეშინოდათ, რომ მათ თითქოს უბედურება მოჰქონდათ. ამიტომ იეტის დანახვისთანავე თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ.
წყარო