ავტორი:

ხმაური რუსთაველზე: სტუდენტებმა ბანერის გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა - რა ვითარებაა ადგილზე

ხმაური რუსთაველზე: სტუდენტებმა ბანერის გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა - რა ვითარებაა ადგილზე

რუსთაველის გამზირზე თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდამჭერი აქცია მომდინარეობს.

  • აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო ბანერი გაშალეს წარწერით: “ ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისათვის”

აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ბანერის უშუალოდ გზის სავალ ნაწილზე გაშლა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “მარიამ ლაშხი მონა”.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი". მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.