კვირას უკრაინამ უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც კამიკაძე დრონებმა რუსეთის ფედერაციის ოთხ ცალკეულ საჰაერო ბაზაზე ათობით სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს.
ორშაბათს, პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი „საბრძოლო მზადყოფნაში“ იქნება, ამასთანავე, მთავრობის სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის ფარგლებში, 12 ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავისა და სულ მცირე ექვსი ახალი საბრძოლო მასალის ქარხნის აშენება იგეგმება.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ბერლინი დააფინანსებს უკრაინაში შორი რადიუსის რაკეტების წარმოებას.
თუმცა, რემილიტარიზაციის ეს სწრაფვა არსად არის ისე აშკარა, როგორც შვედეთის კუნძულ გოტლანდზე - ბალტიის ზღვაში 1000 კვადრატული მილის ფართობის ტურისტულ ცენტრი, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება ნატოს მთავარ სამხედრო პოსტად. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან - ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვიდან - სულ რაღაც 190 მილის დაშორებით მდებარეობს.

გერმანელმა გენერალმა კარსტენ ბროიერმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის წარმოების უზარმაზარი ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგს ნატოსთან მომავალი შეტაკებისთვის ამზადებს და დასძინა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები თავდასხმის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან.
თუ კრემლი კუნძულზეც მოიპოვებს კონტროლს, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა აღმოსავლეთით რუსეთის მატერიკულ ნაწილს, დასავლეთით კალინინგრადსა და ჩრდილოეთით კიდევ ერთ სტრატეგიულ ადგილს შორის მოქცეული დარჩება. ეს მკვეთრად გაზრდიდა რუსეთის საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებს ბალტიის ზღვაში.