ავტორი:

ორმხრივი სროლა მარნეულში - რა დეტალები ხდება ცნობილი

ორმხრივი სროლა მარნეულში - რა დეტალები ხდება ცნობილი

არსებული ინფორმაციით, მარნეულში, პოლიციის შენობასთან ორმხრივი სროლა იყო. ცნობილია, რომ დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჯეიჰუნ მუჰამედადლი სოციალურ ქსელში წერს, რომ შემთხვევა პოლიციის წინ მოხდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს