რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რომის პაპმა ლეო XIV-მ სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.
„პაპმა რუსეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ჟესტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას მხარეებს შორის პოზიტიური კონტაქტების შესაქმნელად და კონფლიქტის გადაჭრის გზების მოსაძებნად“, - აღნიშნულია ვატიკანის განცხადებაში.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც, რომლის თანახმადაც, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა „დაადასტურა ინტერესი პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მშვიდობის მიღწევის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის საბოლოო, სამართლიანი და ყოვლისმომცველი გადაწყვეტისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა“.