ავტორი:

პაკისტანში, ყოფილი საჯარო მოხელის შვილმა ტიკ-ტოკის 17 წლის ვარსკვლავი "მეგობრობის შეთავაზებაზე" უარის გამო მოკლა - დეტალები

პაკისტანში, ყოფილი საჯარო მოხელის შვილმა ტიკ-ტოკის 17 წლის ვარსკვლავი "მეგობრობის შეთავაზებაზე" უარის გამო მოკლა - დეტალები

პოლიციის ცნობით, პაკისტანში დააკავეს 22 წლის მამაკაცი, რომელმაც 17 წლის სოციალური მედიის ინფლუენსერის, სანა იუსაფის მკვლელობა აღიარა.

პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, უმარ ჰაიათმა ისლამაბადში მცხოვრები ტიკ-ტოკის ვარსკვლავი მას შემდეგ მოკლა, რაც გოგონამ მას “მეგობრობის შეთავაზებაზე“ უარი უთხრა.

როგორც მედია წერს, მანამდე ბრალდებული სანასთან შეხვედრას რამდენჯერმე ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

პოლიციის ცნობით, უმარ ჰაიათი ვარსკვლავის სახლში შეიჭრა, ორჯერ გაისროლა, ტელეფონი მოპარა და გაიქცა. გოგონა საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მამამ, საიდ იუსაფ ჰასანმა, BBC-ს განუცხადა, რომ ის მისი ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისივე თქმით, მკვლელობამდე მის ქალიშვილს არასდროს უხსენებია ჰაიათი და არც რაიმე საფრთხის შესახებ უსაუბრია.

პოლიციის თქმით, „სასტიკ“ მკვლელობას მთელ ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მათ დედაქალაქსა და პენჯაბის პროვინციაში სხვადასხვა ადგილას რეიდი ჩაატარეს.

სავარაუდო მკვლელობის იარაღი ამოღებულია. დაკავებული ეჭვმიტანილი ყოფილი საჯარო მოხელის შვილია. პოლიციის ცნობით, ის პენჯაბის პროვინციის ქალაქ ფაისალაბადიდანაა.

სანა იუსაფს ინსტაგრამზე ნახევარი მილიონი გამომწერი, TikTok-ზე კი ამჟამად მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

წყარო

იხილეთ ასევე: