ავტორი:

"გვერდით მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა" - რას წერს "მამარდა" გიორგი ლორიაზე, რომელიც სანაკრებო კარიერას ასრულებს

"გვერდით მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა" - რას წერს "მამარდა" გიორგი ლორიაზე, რომელიც  სანაკრებო კარიერას ასრულებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს. ის ბოლო შეხვედრას ფარერების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

  • ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

"მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის - და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.

ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.

მადლობა ყველაფრისთვის - ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე", - წერს მამარდაშვილი.

  • გიორგი ლორიას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს შედგა და სანაკრებო კარიერას 79 მატჩით დაასრულებს.

ნახეთ ასევე:

გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს: ის ხვალ, ფარერების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კარს ბოლოჯერ დაიცავს - Geo Team