ავტორი:

"დაკოტა განადგურებულია..." - რა იმალება კრის მარტინისა და დაკოტა ჯონსონის 8 წლიანი ურთიერთობის დასრულების უკან: მედია დეტალებზე წერს

"დაკოტა განადგურებულია..." - რა იმალება კრის მარტინისა და დაკოტა ჯონსონის 8 წლიანი ურთიერთობის დასრულების უკან: მედია დეტალებზე წერს

Coldplay-ის ფრონტმენი კრის მარტინი და მსახიობი დაკოტა ჯონსონი თითქმის რვაწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ დაშორდნენ. როგორც DailyMail წერს, აღნიშნულს მათთან ვარსკვლავური წყვილის ახლობელი ადასტურებს.

  • 35 წლის მსახიობი და 48 წლის კრის მარტინი ერთმანეთს 2017 წელს შეხვდნენ, რამდენიმე წლის წინ კი დაინიშნნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა მათი ერთად ყოფნა რვა წლის შემდეგ დასრულდა.

“მათი ურთიერთობა დიდი ხანია დასრულდა, უბრალოდ ვერ ახერხებენ ამის ოფიციალურად გამოცხადებას. დაკოტას სურდა, რომ ისინი ერთად ყოფილიყვნენ, რადგან ძალიან უყვარდა კრისი და მისი შვილები.

დაშორება ერთ ღამეში არ ხდება, ისინი გამუდმებით შორდებოდნენ და ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ ყველაფერი ლაგდებოდა, როდესაც ისინი სამსახურის გამო ერთმანეთისგან შორს იყვნენ, რადგან განშორება მონატრება აძლიერებდა.

თუმცა, წვრილმანები დაგროვდა და ისინი აღარ იყვნენ ერთმანეთისთვის შესაფერისი.

დაკოტა განადგურებულია იმით, რომ აღარ შეეძლება იმდენი დროის გატარება კრისის შვილებთან. სურს მათ იცოდნენ, რომ ის ყოველთვის მათ გვერდითაა,“ - განუცხადა წყარომ DailyMail.com-ს.

როგორც DailyMail წერს, კომენტარისთვის ჯონსონს და მარტინს დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

სევდიანი ჯონსონი ბოლოს ოთხშაბათს, ნიუ-იორკში, დაშორების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, ნიშნობის ბეჭდის გარეშე ნახეს.

  • რა იმალება სინამდვილეში კრის მარტინისა და დაკოტა ჯონსონის 8-წლიანი დაშორების უკან? – მედია წყვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე წერს.

Thesun-ის ინფორმაციით, წყვილს საერთო შვილების ყოლის გეგმები არ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ დაკოტა დედობაზე ოცნებობდა.

„კრისი უკვე სამი წელია ტურნეებშია, მას გიჟური გრაფიკი აქვს,“ - ამბობს წყვილის ახლობელი მედიასთან.

მისი თქმით, კრისს მსახიობ გვინეტ პელტროუსთან ორი შვილი ჰყავს, 21 წლის ეპლი და 19 წლის მოსე. ამიტომ მისთვის შვილების ყოლა პრიორიტეტული არ ყოფილა და კარიერაზე არის გადართული.

ინსაიდერის ცნობით, წყვილის დაშორებაში დიდი როლი ითამაშა Coldplay-ის ბოლო მსოფლიო ტურნემ Music Of The Spheres.

225-კონცერტისგან შემდგარი მასშტაბური ტურნე 2022 წლის მარტში დაიწყო.

ტურნე მოიცავს გასტროლებს 43 ქვეყანაში ხოლო ფინალური ეტაპი აგვისტოსა და სექტემბერში ლონდონში გაიმართება, სადაც Coldplay უემბლის სტადიონზე ათღამიან კონცერტს გამართავს.

დაკოტა ჯონსონთან შეხვედრამდე, კრის მარტინი მსახიობ გვინეტ პელტროუსთან იყო დაქორწინებული. ათწლიანი ქორწინება 2014 წლის მარტში დასრულდა.

წყვილს ორი შვილი ჰყავს: 21 წლის ეპლი და 19 წლის მოსე.

წყარო

იხილეთ ასევე: