ავტორი:

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ოქროს სპონსორია Teamboat. ღონისძიების ვერცხლის სპონსორია apeople/adjarabet.com.

8 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიება, როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებათ. HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა HR ქეისებია.

ღონისძიება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, გაჯერებული იქნება საინტერესო HR ქეისებით და ინსპირაციის უდიდესი დოზით.

თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ნეთვორქინგი, გათამაშება და პრიზები.

სპიკერები აქტუალურ თემებზე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, თუ როგორ გადაჭრეს და მოაგვარეს სხვადასხვა გამოწვევა.

HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე ბილეთები

ბილეთის ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია 7 ივნისამდე. ღონისძიება ტრადიციულად უამრავი აქტივობით იქნება დატვირთული. ბოლოს გელოდებათ სიურპრიზი.

როგორი იქნება ღონისძიების ფორმატი და რა აქტივობებია დაგეგმილი წლევანდელ სამიტზე?

  • სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე;
  • პანელ დისკუსია;
  • ვორქშოპები;
  • HR Expo;
  • სახალისო და შემეცნებითი აქტივობები;
  • მუსიკალური ნომრები;
  • გათამაშებები, თქვენ უამრავი საჩუქარი გელოდებათ.

დაესწრებით შთამაგონებელ გამოსვლებს მთავარ სცენაზე, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღებთ ახალ ცოდნას, გაიზიარებთ გამოცდილებას, შეიძინთ ახალ კონტაქტებს და დატკბებით ფუნიკულიორის შესანიშნავი გარემოთი და ხედებით.

ვისთვისაა ღონისძიება?

ღონისძიება განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები);
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის;
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

ვინ იქნებიან სპიკერები და რა თემებზე იქნება საუბარი?

ღონისძიების ძირითად ნაწილს საშა კაცმანი, სანდრო ჯეჯელავა და პაატა პაპავა გაუძღვება.

თითოეული მათგანი თქვენს წინაშე სხვადასხვა თემით წარდგება. შემდეგ კი პანელში სასაუბროდ და კონკრეტული ეიჩარ ქეისების მოსაყოლად, სხვადასხვა კომპანიის ეიჩარებსა და დირექტორებს მოიწვევენ. ასევე, იქნება 5 პანელ დისკუსია აქტუალურ თემებზე.

სრული პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე: hrhub.ge/tickets-hr-summit/

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: FitPass ფლომასტერი Self.HR Grant Thornton Georgia / გრანთ თორნთონ საქართველო Network • ნეთვორქი Geosoft Cloud • ჯეოსოფტი TreeDesign მადარტი

მედია მხარდამჭერია: Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი რადიო იმედი ფორმულა

R