არ გამოგრჩეს „წიგნის ბაზარი - არდადეგები“ – 6, 7 და 8 ივნისს „ბაზარი ორბელიანზე“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
წიგნების სამდღიან ფესტივალს ორგანიზებას უწევენ „ბიბლუსი“, კომპანიის შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე, „ბაზარი ორბელიანზე“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სესიებსა და საქველმოქმედო აქციაში.
ასევე, ფესტივალის პირველ დღეს, 6 ივნისს „საქართველოს ბანკის" 𝐌𝐚𝐬𝐭𝐞𝐫𝐂𝐚𝐫𝐝-ით გადახდის შემთხვევაში დაიბრუნე 30% მაქსიმუმ 100 ლარი. ადგილზე დაგხვდებათ წიგნების ფართო არჩევანი, დიდი ფასდაკლებები და საინტერესო შეხვედრები და ლექციები.
მოიმარაგე სასურველი წიგნები და დაისვენე შინაარსიანად „ბიბლუსთან“ ერთად.
R