ოთხწლიანი, 70 მილიონი დოლარის ღირებულების რემონტის შემდეგ, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა მაიკლ ს. როკფელერის ფრთა.
1982 წელს გახსნილ 40,000 კვადრატული ფუტის ფართობის ფრთაში ამჟამად 1,726 ობიექტია გამოფენილი, მათ შორის ყოფილი პრიმიტიული ხელოვნების მუზეუმის კოლექციები, რომლებიც უახლესი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით არის შექმნილი.
“მუზეუმში მსოფლიოს სამი რეგიონიდან - სუბსაჰარის აფრიკიდან, ოკეანეთიდან და უძველესი ამერიკიდან, საუკეთესო ხელოვნების ნიმუშები გვაქვს“, - განუცხადა დეპარტამენტის კურატორმა, ალის ლაგამამ The Post-ს.
ფლიგელი შეიცავს 400-ზე მეტ ნივთს, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის წევრმა, მაიკლმა მოგზაურობის დროს შეაგროვა. თუმცა არავინ იცის წარმოდგენილია თუ არა გამოფენაზე იმ ტომის მიერ დამზადებული ნივთები, რომლებმაც შესაძლოა ახალგაზრდა მოგზაურის სიცოცხლე შეიწირეს.
ჰარვარდის ისტორიისა და ეკონომიკის ახლად დამთავრებული კურსდამთავრებული, ნიუ-იორკის მაშინდელი გუბერნატორის ვაჟი მაიკლ როკფელერი 1961 წლის მარტში ახალ გვინეაში, ჰარვარდ-პიბოდის ექსპედიციას შეუერთდა.
მათი მისია იყო კუნძულის შორეულ დასავლეთით, ბალიემის ხეობაში მცხოვრები “ნდანის“ ხალხის შესწავლა. თუმცა, 23 წლის როკფელერს ფარული მოტივი ჰქონდა: ახალგაზრდა ანთროპოლოგს სურდა მისი ნივთები ტომის ხელოვნების ნიმუშებზე გაეცვალა.
1961 წლის სექტემბერში ახალგაზრდა როკფელერი ნიდერლანდელ ანთროპოლოგ რენე ვასინგის თანხლებით, ახალ გვინეაში დაბრუნდა. ამჯერად ის სამხრეთ პაპუას ჭაობიან ჯუნგლებში წავიდა, სადაც “ასმატის“ ხალხი ცხოვრობდა - ისინი ცნობილები იყვნენ თავიანთი ორნამენტული ხის ჩუქურთმებით და კანიბალიზმისკენ მიდრეკილებით.
1961 წლის 19 ნოემბერს, სანაპიროსთან, მათი ნავი ამობრუნდა. როდესაც ნაპირი დაინახა, როკფელერმა გადაწყვიტა, რომ იმპროვიზებული მცურავი მოწყობილობის დახმარებით იქამდე მიეცურა.
მას შემდეგ ის აღარასდროს უნახავთ.
მაიკლის გაუჩინარების ოფიციალური ახსნა დახრჩობა იყო და 1964 წელს ვესტჩესტერის ოლქის მოსამართლემ ჯონ დ. როკფელერის შთამომავალი გარდაცვლილად გამოაცხადა.
„ყველა მტკიცებულება, რომელიც დაფუძნებულია ძლიერ დინებებზე, სეზონურ მოქცევასა და ტურბულენტურ ნაკადებზე, ასევე იმ ფაქტებზე, რომ მაიკლი ნაპირიდან დაახლოებით 10 მილის დაშორებით იმყოფებოდა, ადასტურებს რომ ის დაიხრჩო,“ - წერს მაიკლის ტყუპისცალი და, მერი როკფელერ მორგანი, თავის 2014 წლის წიგნში.
1977 წელს დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა ლორნ ბლერმა ქალთა ჟურნალ Oui-ში დაწერა, რომ მან იპოვა კაცი, რომელმაც მაიკლი შეჭამა.
მოგზურმა ფრენკ მონტემ კი მოგვიანებით განაცხადა, რომ მან იპოვა მაიკლის თავის ქალა და ამისთვის როკფელერის ოჯახმა უხვად გადაუხადა.
ჟურნალისტი კარლ ჰოფმანი თავის 2014 წლის წიგნში „ველური მოსავალი“ ჰყვება, რომ მაიკლი, სავარაუდოდ, მოკლეს და “ასმატის“ ტომის სამმა წევრმა ცერემონიალურად შეჭამა.
იხილეთ ასევე: