ავტორი:

კიოლნიდან 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რათა მეორე მსოფლიო ომიდან მორჩენილი სამი აუფეთქებელი ბომბი გაენეიტრალებინათ

კიოლნიდან 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რათა  მეორე მსოფლიო ომიდან მორჩენილი სამი აუფეთქებელი ბომბი გაენეიტრალებინათ

გერმანიის ქალაქ კიოლნიდან 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, რათა მეორე მსოფლიო ომიდან მორჩენილი სამი აუფეთქებელი ბომბი გაენეიტრალებინათ.

გემთსაშენში აღმოჩენილი ამერიკული ბომბები სპეციალისტებმა დაახლოებით 10,000 კვადრატული მეტრის ტერიტორიის ევაკუაციის შემდეგ გაანეიტრალეს.

  • სახლები, მაღაზიები, სასტუმროები და სკოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეჩერებინათ და მოქალაქეები ტერიტორიას გასცლოდნენ, ამას ქალაქის თანამდებობის პირებმა "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ოპერაცია" უწოდეს.

  • კიოლნი მეორე მსოფლიო ომის დროს ძლიერად დაიბომბა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალა დღემდე შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს.

გერმანიის ბომბების განეიტრალების სამსახურმა მხოლოდ მაშინ შეძლო ოპერაციის დაწყება, როდესაც ყველა მცხოვრები მჭიდროდ დასახლებულ რაიონში გაიყვანეს.

  • "თუ უარს იტყვით, სახლიდან გაგიყვანთ - საჭიროების შემთხვევაში ძალით - პოლიციასთან ერთად", - განაცხადეს მათ თანამდებობის პირებმა.

მცხოვრებლებს უთხრეს, რომ თუ ევაკუაციის დაწყების შემდეგ სახლების დატოვებაზე უარს იტყოდნენ, მათ ჯარიმები ემუქრებოდათ.

ზოგიერთი ადამიანისთვის ევაკუაცია მეტისმეტად უხერხული იყო. საავადმყოფოდან რამდენიმე მძიმე მდგომარეობის პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანებით გაიყვანეს.

თხუთმეტი წყვილი კიოლნის ისტორიულ მერიაში ქორწინების ცერემონიის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ ცერემონიები ქალაქის სხვა ნაწილში განთავსებულ ლოკაციაზე გადაიტანეს.

წყარო