გერმანიაში Ryanair-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბავარიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და ექიმებმა დაშვებულთაგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ბავარიის პოლიციაში განაცხადეს, რომ კომპანია მგზავრებს მილანში ავტობუსის საშუალებით გადაიყვანეს, რადგან ადგილობრივმა საავიაციო ორგანომ Ryanair-ს მემინგენიდან ფრენის განხორციელების უფლება არ მისცა.