ამინდის პროგნოზის ყოველდღიური შემოწმება, ისეთივე ჩვევაა, როგორც დილით გაღვიძებისას მოწესრიგება, კბილების გასუფთავება და სხვა აქტივობებია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ზაფხული დგება და სიცხისგან შეწუხებულ ადამიანს ერთი სული აქვს, როდის მოვა წვიმა ან როდის დაიკლებს ტემპერატურა. ეს კი იმისთვის, რომ გარეთ მშვიდად გაისეირნოს, გაატაროს დრო სუფთა ჰაერზე, გაასეირნოს პარკში მცირეწლოვანი შვილები, ან ოთხფეხა მეგობრები და დაკავდეს სპორტული აქტივობებით.
ივნისის დადგომასთან ერთად ამინდის პროგნოზს გაუჩერებლად ვამოწმებ. ჯიუტად მჯერა, რომ ტემპერატურა დაიკლებს და ბუნება გრილ ამინდებს არ მოგვაკლებს. მაგრამ, შევდივარ თუ არა საიტზე, ვხედავ, სიცხე არ იკლებს და ივნისის დღეების დასასრულს, ისეთივე ცხელი ტემპერატურაა მოსალოდნელი, როგორც ეს ადრე, აგვისტოში იყო.
თუმცა, ამის გამო მაინც არ ვიწყენ და მახსენდება ის კარგი ამბავი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ასეთი რა მოხდა?
ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი განცხადებით დაიწყო. მაგრამ, სანამ ამ მთავარ ამბავს მოგიყვებით, პირველ რიგში, გეტყვით რატომ გადავწყვიტეთ ქალაქგარეთ ცხოვრება და ჩვენი ახალი სახლისთვის მეტალოპლსატმასის კარ-ფანჯრების შეძენა.
ბოლო რამდენიმე წელია მე და ჩემი მეუღლე ქალაქგარეთ საცხოვრებელს ვეძებთ. ძალიან გვინდა ჩვენმა ორმა პატარამ ჯანსაღ და სუფთა ჰაერით გაჟღენთილ გარემოში მათი ბავშვობის წლები გაატარონ. მეც და ჩემი მეუღლეც თბილისში დავიბადეთ და გავიზარდეთ. ქალაქგარეთ საცხოვრებელი არასდროს გვქონია. სწორედ, ამიტომ განსაკუთრებით გვიხაროდა, როდესაც ჩვენი რომელიმე მეგობარი ქალაქგარეთ გვეპატიჟებოდა, თუნდაც რამდენიმე დღით და იქაურ ცხოვრებას, ყოველდღიურ აქტივობებს ჩვენს თავზე გამოვცდიდით ხოლმე.
ახლაც მახსოვს, როგორ ვეხმარებოდი ჩემი მეგობრის ბებიას, უსაყვარლეს და უკეთილშობილეს, ნანა ბებოს საზაფხულო ბაღის სამუშაოების დროს. როგორ ვრწყავდით პომიდვრის ნერგებს და კიტრს, როგორ ვკრეფდით მარწყვს, ტყემალს და ასე შემდეგ. დილიდან საღამომდე დრო ისე გადიოდა ჩვენი მრავალფეროვანი აქტივობები არ სრულდებოდა. მიუხედავად ამინდისა, წვიმდა თუ მზე აცხუნებდა, ან ქარი იყო, სახლში შესვლა მაინც არ გვინდოდა. ეს ყველა აქტივობა, ჩემი ბავშვობის მთავარ მოგონებად იქცა, ამ დღეებმა შემაჩვია შრომას და განსაკუთრებით შემაყვარა მიწასთან მუშაობა.
სწორედ, ამ ყველაფერმა განაპირობა, ის ფაქტი, რომ დავიწყეთ ქალაქგარეთ, თბილისთან ახლოს საცხოვრებელი სახლების მოძებნა. რადგან, ორი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს და მე და ჩემი მეუღლეს არ გვინდოდა, რომ დრო დაგვეკარგა გადავწყვიტეთ გვეყიდა აშენებული სახლი, რომელსაც ჩვენებურად ხელს შევავლებდით და ბავშვებისთვის საოცარ გარემოს შევქმნიდით.
განცხადებების უსასრულოდ ძიების დროს, სრულიად შემთხვევით, ჩვენი ახალი სამყოფელი ქალაქგარეთ აღმოვაჩინეთ. ეს ნამდვილად ის იყო, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდით.
და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა რატომ ავარჩიე?
სახლი, სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ვეძებდით. ორსართულიანი, რამდენიმე ოთახებით, დიდი ვერანდებით და საკმაოდ დიდი ეზოთი, რომელშიც სხვადასხვა ჯიშის ხეხილი და მწვანე ნარგავები იყო.
მთავარი საზრუნავი, რაც სახლის შეძენის შემდგომ აღმოგვაჩნდა, ეს არ იყო რემონტი, არამედ გვაკლდა მხოლოდ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა. სახლის ძველ მფლობელს ხის ფანჯრები ჰქონდა ჩასმული, ეს კი საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ აქ ბავშვებისთვის თბილი და მყუდრო გარემო შეგვექმნა.
ორმაგი მინის ფანჯრები, ხშირად განიხილება თანამედროვე, ენერგოეფექტური სახლების ქვაკუთხედად, შედგება ორი შუშისგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ვაკუუმით. ეს ინოვაციური დიზაინი მნიშვნელოვნად ამცირებს სითბოს გადაცემას და შეღწევას. ეს მთავარი ფაქტორია, რაც ამ ფანჯრებს აუცილებელ კომპონენტად აქცევს კომფორტული გარემოს შესაქმნელად და სახლის ან სხვა სივრცის შიდა ტემპერატურის შესანარჩუნებლად მთელი წლის განმავლობაში.
მინა-პაკეტი გამოირჩევა მაღალი ქიმიური და მექანიკური გამძლეობით. მინა-პაკეტი შეიძლება დამზადდეს ფერადი ან სარკისებური მინით. გარდა ამისა, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამზადებინოთ 4,6 ან 8 მმ ზომის მინით. იქიდან გამომდინარე, რომ კარ-ფანჯრის კონსტრუქციის 80% შეადგენს მინა-პაკეტი, საჭიროა, ისიც სწორად და ხარისხიანად იქნეს შერჩეული, რაც უზრუნველყოფს მაღალხარისხიან თბო და ხმის იზოლაციას.
ჩვენმა ირგვლივმყოფებმა გაიკვირვეს, თუ რატომ გადავწყვიტეთ ხის ნატურალური ფანჯრების დემონტაჟი და მათი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით ჩანაცვლება. თუმცა, ვინც მეტალოპლასტმასის სისტემების უპირატესობებს იცნობს, კარგად ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება გონივრულია.
განვიხილოთ ის მთავარი ფაქტორები, რაც მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას გამოარჩევს.
მეტალოპლასტმასის ფანჯრები, როგორც ცნობილია, აფერხებს სიცივის შეღწევას ოთახებში და იცავს საცხოვრებელ სივრცეებს არახელსაყრელი ამინდის პირობებისგან, როგორიცაა: წვიმა, ქარი ან თოვლი. ქალაქგარეთ მდებარე სახლისთვის კი, ამინდის ნებისმიერ პირობებში აუცილებელი, იყო ისეთი მასალის ფანჯრების და კარების შერჩევა, რომელიც დაიცავდა მას სიცივისა და ზაფხულში სიცხის შეღწევისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ქალაქგარეთ შერჩეული სახლი ხმაურიან ადგილას არ მდებარეობდა, მაინც გადავწყვიტეთ, შეგვერჩია ისეთი კარ-ფანჯარა, რომელიც ხმის იზოლაციით გამოირჩეოდა და ბავშვების მშვიდი ძილისთვის ხელი შეგვეწყო.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით და თერმული იზოლაციით. ამ მასალისაგან დამზადებული კარ-ფანჯრის გამოყენებით ჩვენ საშუალება მოგვეცა შეგვენარჩუნებინა სახლში სიგრილე და ზამთარში სითბო. ეს კი, ჩვენ კომუნალურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებდა.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა მოსავლელად მარტივია, რის გამოც ჩემი უპირობო არჩევანი მასზე შევაჩერეთ. მთავარია, რომ კარ-ფანჯარა პერიოდულად გაწმინდოთ და შეინარჩუნოთ სისუფთავე, რათა არ მოხდეს მათი მარტივად დაზიანება. მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნა, რომ პლასტმასის მასალა გამძლეა ნესტისა და ტენის მიმართ, რაც ხელს უშლის წლებთან ერთად მათი სტრუქტურის ცვლილებას და ქალაქგარეთ მდებარე სახლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები მოსავლელად ძალიან მარტივია. ეს კიდევ ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც ამ ტიპის მასალისგან დამზადებულ კარებსა და ფანჯრებზე შევჯერდით. თუ ხის მასალა ხშირად საჭიროებს შეღებვას, ეს სერვისი არასდროს დაგჭირდებათ თუ გადაწყვეტთ, რომ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა დააყენოთ თქვენს საცხოვრებელ სივრცეში.
რა გადავიხადეთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის შეძენასა და დამონტაჟებაში?
როგორც უკვე აღვნიშნე, სახლი, რომელიც ქალაქგარეთ მე და ჩემმა მეუღლემ შევიძინეთ, არც ისე დიდი ფართობისაა. ბევრი დათვლის და ზომების განსაზღვრის შემდგომ, აღმოჩნდა რომ დაახლოებით თორმეტი ფანჯარა და ოთხი მეტალოპლასტმასის კარები გვჭირდებოდა.
დავიწყეთ ძიება კომპანიის და იმ ხელოსნების, რომელიც მაქსიმალურად ბიუჯეტურად და ხარისხიანად მოახერხებდნენ მეტალოპლასტმასის სასურველი კარ-ფანჯრის ზომების დამზადებასა და შემდგომ მათ დამონტაჟებას, ჩვენს ქალაქგარეთ მდებარე კოხტა სახლში.
გავიგეთ, რომ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების შეძენის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე, მათ შორის: კარების და ფანჯრის ზომაზე, მასალის ტიპზე, მწარმოებელ ქვეყანასა და დამატებითი ფუნქციების არსებობაზე. გახსოვდეთ, რომ მთავარი ფაქტორია კარ-ფანჯრის ზომა. რაც უფრო დიდი ზომისაა, ღირებულება უფრო მეტია.
გარდა ამისა, თუ სურვილი გაქვთ შეიძინოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და ყიდულობთ პრემიუმ მწარმოებლის მიერ მოწოდებულ კარ-ფანჯარას ეს კიდევ უფრო აძვირებს პროდუქციას. სხვადასხვა მექანიზმის დამატების შემთხვევაში ფასი იცვლება და თუ გსურთ, მარტივად ბრუნვადი სახელურით დაამზადოთ თქვენი კარ-ფანჯარა, მაშინ ფასი იზრდება.
თეთრი ფერის შემთხვევაში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა შედარებით დაბალბიუჯეტურია. მაგრამ, თუ არჩევანს ყავისფერი ფერის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარაზე შეაჩერებთ, ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. გაითვალისწინეთ, თუ გსურთ რომ ორი ან მეტ ფრთიანი ფანჯარა და კარები დაამზადებინოთ ფასი აუცილებლად მოიმატებს.
მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟების დროს ხშირად იყენებენ ამავე მასალისგან დამზადებულ ფანჯრის რაფებს, რომელიც ვიზუალურად ძალიან მიმზიდველს ხდის მთლიან ფანჯარას. ეს კი, ფასს ცვლის და შესაძლოა, მოგიწიოთ უფრო მეტის გადახდა, ვიდრე ეს მხოლოდ ფანჯრების დამზადების დროს მოხდებოდა.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამონტაჟების დროს, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მასზე დასამაგრებლად დამცავი ბადეები ან ე.წ ფარდა-ჟალუზები, რაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს ქმნის და ხშირ შემთხვევაში გიცავთ გარე პირობებისგან. ბადეები მწერების შეღწევისგან, ხოლო ფარდა-ჟალუზები ზედმეტი სიცხისა ან ცუდი ამინდისგან.
ვფიქრობ, ჩემი რჩევები ქალაქგარეთ ან თუნდაც ქალაქში მდებარე საცხოვრებელი სახლისთვის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადებასა და მის დამონტაჟებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, გაგიადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება და თქვენთვის სასურველი დიზაინის, ფერისა და ფორმის კარ-ფანჯრის დამზადებას მარტივად შეძლებთ.
NS