ავტორი:

ფრანგული ჭერი - მისი ისტორია, მახასიათებლები და მონტაჟის დეტალები

ფრანგული ჭერი - მისი ისტორია, მახასიათებლები და მონტაჟის დეტალები

ითვლება, რომ დღევანდელ რეალობაში, სახლის, გასართობი, სადღესასწაულო თუ სხვა სივრცის მოწყობის დროს, საკმაოდ მოთხოვნადია ფრანგული ჭერის შერჩევა. ფრანგული ჭერი იდეალური არჩევანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ხარისხიან, უსაფრთხო და ესთეტიკურ გადაწყვეტილებას თავიანთი სახლის ან ოფისის მოსაწყობად.

საინტერესოა, რა ისტორია აქვს ფრანგულ ჭერს?

ფრანგული ჭერის ისტორია უძველესი დროიდან დაიწყო. ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომის იმპერიაში ჭერის საფარად გამოიყენებოდა ისეთი ქსოვილები, როგორიცაა: სელი, აბრეშუმი და ბამბა. სახლში, სხვადასხვა ოთახის ჭერის ქსოვილით მორთვა ძველი ბერძნებისა და რომაელებისთვის იყო ცნობილი. თუმცა, ის მხოლოდ მდიდრებისთვის, სამეფო კარის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჭერის დასაფარავად კი, დიდი რაოდენობით ქსოვილი იყო საჭირო.

მე-15 საუკუნის შუა პერიოდიდან იტალიიდან შემოსულმა იდეებმა ფრანგული შენობების სახეცვლილება დაიწყო. XVII-XIX საუკუნეებში ქსოვილის ჭერი პოპულარული იყო სომხეთში, ესპანეთში, ინდოეთსა და საფრანგეთში. რენესანსის დროს, მოხატული ტილოები არა მხოლოდ ჭერის, არამედ კედლების გასაფორმებლადაც კი გამოიყენებოდა.

1974 წელს, საფრანგეთში, ალუმინის პროფილების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა, დიზაინერმა და გამომგონებელმა ფერნანდ შერერმა, გამოიგონა და დააპატენტა პოლივინილქლორიდის ფირი. (PVC) იგი დამზადებულია სინთეზური მასალისგან უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით. შედეგად ის ძალიან თხელი (0.17-0.22 მმ), მაგრამ გასაკვირად მტკიცეა.

ასეა, ფრანგული ჭერიც, როგორც ყველაფერი გენიალური, მარტივია. ეს არის ალუმინის ან პლასტმასის პროფილი, რომელიც დამონტაჟებულია ოთახის პერიმეტრის ირგვლივ და მასზე გადაჭიმულია PVC ფურცელი. ამ ტიპის ჭერი იდეალურად გლუვი და მყარი ჩანს. ამასთანავე, გამოირჩევა რიგი უპირატესობებით.

სწორედ ამიტომ, გახდა გასაჭიმი ჭერი პოპულარული მოდის მოყვარულებსა და შემქმნელებს ანუ - ფრანგებს შორის. გასაჭიმი ჭერის მოდა სწრაფად გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში და დროთა განმავლობაში თითქმის მთელ ცივილიზებულ სამყაროში.

ფრანგული გასაჭიმი ჭერი დღესდღეობით, „ფრანგული ჭერი“ საყოველთაოდ ცნობილი სახელია. ეს არის ფრანგული ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოებული ყველა ელიტური, მაღალი ხარისხის ფირის ჭერის სახელი.

რა არის PVC ქსოვილი და რა განსაცვიფრებელი მახასიათებლები აქვს მას?

ფრანგული გასაჭიმი ჭერი მზადდება PVC ფირისგან ან ნაჭრისგან. PVC - პოლიქლორვინილის ფირი არის მაღალხარისხიანი მასალა, რომელიც იდეალურია სამზარეულოსა და სველ წერტილებში გამოსაყენებლად. მისი უნიკალური თვისებები უზრუნველყოფს გრძელვადიან გამძლეობას, უსაფრთხოებასა და პრაქტიკულობას. ასევე, აქვს ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა.

პოლივინილქლორიდის ფირისგან დამზადებული გასაჭიმი ჭერის უპირატესობა ფერების სიმრავლეა (200-ზე მეტი ელფერი) და ტექსტურები (პრიალა, მქრქალი, მეტალისფერი, სარკისებური, გამჭვირვალე, მხატვრული ბეჭდვით და სხვა.).

PVC ფირის ჭერის მტვრისგან გაწმენდა ნესტიანი ქსოვილით მარტივად შეიძლება. და წყლის ჩამოსვლის შემთხვევაში, ელასტიკური ქსოვილი დაიცავს ავეჯს და მთელ ინტერიერს დაზიანებისგან. მისი ადვილად დემონტაჟი და თავდაპირველ მდგომარეობაში ხელახლა დაყენება მარტივად არის შესაძლებელი.

PVC ფირისგან დამზადებული ჭერი უფრო ეკონომიურია, რადგან ეს მასალა უფრო იაფია. თუ რემონტი აუცილებელია, შესაძლებელია რომ გასაჭიმი ჭერის არსებული ფირი სწრაფად შეიცვალოს და ჩარჩო უცვლელი დარჩეს.

რამდენიმე უარყოფით მხარედ PVC შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტორები, რომ დაყენების დროს PVC აქვს სპეციფიკური სუნი. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ის სრულად ქრება. ამის გარდა, PVC მასალისგან დამზადებული ჭერი არ სუნთქავს, ისევე როგორც პლასტმასის ფანჯრები, ლინოლეუმი, რკინაბეტონის ფილები და სხვა. კედლები. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ „მინუსის“ წყალობით ზამთარში შენობიდან სითბოს დანაკარგი და გათბობის გადასახადები ნაკლებია.

რა უპირატესობები აქვს ფრანგულ ჭერს?

ფრანგულ ჭერს არაერთი უპირატესობა აქვს განვიხილოთ თითოეული მათგანი:

● პრაქტიკულობა - ელასტიკური ქსოვილი ანტისტატიკური ზედაპირით გამოირჩევა, ამიტომ მტვერს არ აგროვებს და დაბინძურების შემთხვევაში მისი გაწმენდა მარტივია.

● გამძლეობა - ფრანგული ჭერი გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, ამიტომ დაყენების შემდგომ რამდენიმე ათეული წელიც შეიძლება ისე გემსახუროთ, რომ არ მოგიწიოთ მისი გამოცვლა.

● ესთეტიკა - ფრანგული ჭერი გამოირჩევა სილამაზით, იდეალურად გლუვი ზედაპირთ და დიზაინის მრავალფეროვნებით.

● უზარმაზარი არჩევანი - თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი ფერის, ტექსტურისა და კონფიგურაციის გასაჭიმი ჭერი თქვენთვის სასურველ ადგილას.

● სწრაფი მონტაჟი - ფრანგული ჭერის მონტაჟი სრულდება რამდენიმე საათში, ყოველგვარი მტვრისა და ჭუჭყის გარეშე.

● წყალდიდობისგან დაცვა - ფრანგული ჭერის დამონტაჟების შემთხვევაში, თქვენ არ მოგიწევთ ზედმეტი ზრუნვა ხმის და თბო იზოლაციაზე. მეზობლის ან წვიმისგან ჩამოსული წყლის დიდი მასის შეკავება კი ამ ტიპის ჭერის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა.

● შესანიშნავი ფასი - გასაჭიმი ჭერის ღირებულება შესაძლოა, ოდნავ მაღალია, ვიდრე თაბაშირ-მუყაოს ჭერის. მაგრამ, PVC მასალის ყველა უპირატესობის გათვალისწინებით, ფრანგული ჭერი საუკეთესო არჩევანია.

საცხოვრებელი სახლის რომელ ოთახშია უპირატესი ფრანგული ჭერის დამონტაჟება?

ფრანგული გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება მისი უპირატესობებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ან სხვა ტიპის სივრცეში არაერთ ოთახში შეგიძლიათ. განვიხილოთ თითოეული ის ოთახი და სივრცე, სადაც ფრანგული ჭერის დამონტაჟება გაგიმარტივებთ ცხოვრებას, მუშაობს ან სხვა საქმიანობის შესრულებას.

● საძინებელი - ფრანგული ჭერი საძინებელ ოთახში შეგიქმნით კომფორტულ და მშვიდ გარემოს თქვენი დასვენებისთვის. გარდა ამისა, ფრანგული ჭერი საუკეთესოა, რადგან არ იკრავს მტვერს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ალერგიული მდგომარეობების მქონე ადამიანებისთვის.

● სამზარეულო - ფრანგული ჭერის დამონტაჟება პრაქტიკულია რამდენიმე მიზეზის გამო: ჭერი არ იკრავს არასასურველ სუნებსა და ცხიმს, ადვილად იწმინდება და სჭირდება მინიმალური მოვლა. დიზაინის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვადასხვა ფერის და ვიზუალის არჩევაც, რომლის საშუალებითაც უფრო მეტად მოარგებთ სამზარეულოს სასურველ დიზაინს თქვენს სურვილებს.

● მისაღები ოთახი - მისაღებ ოთახში ფრანგული ჭერის შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეს სივრცე საცხოვრებელ სახლში ყველაზე ხშირად მოხმარებადი და სტუმრიანია. შესაბამისად, სასურველია ამ სივრცეს მივანიჭოთ მაქსიმალურად ორიგინალური, ლამაზი და თანამედროვე დიზაინი, რის საშუალებასაც მსურველებს ფრანგული ჭერი აძლევს, სხვადასხვა დიზაინის, ფერების დიდი არჩევანისა და ფაქტურების წყალობით.

● აბაზანა - აბაზანასა და საპირფარეშოში ფრანგული ჭერის დამონტაჟება რეკომენდებულია მისი წყალგაუმტარი თვისებების გამო. ამავდროულად მასალა ნესტგამძლეა, არ იკრავს ბაქტერიებსა და სოკოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სველ სივრცეებში. ფრანგული ჭერის დიზაინი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს თეთრი ან ლურჯი ფერის, თუმცა ფერის შერჩევა საერთო ინტერიერზეა დამოკიდებული.

აღნიშნული სივრცეების გარდა, ფრანგული გასაჭიმი ჭერი შესაძლოა დამონტაჟდეს სახლის ნებისმიერ ოთახში. მთავარია, სწორად შეაჯეროთ სივრცის ფუნქციონალური დანიშნულება, ვიზუალური მხარე და პრაქტიკული საჭიროებები.

როგორ ხდება ფრანგული ჭერის მონტაჟი?

ფრანგული ჭერის დამონტაჟება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია, რაც საჭიროებს გამოცდილებისა და შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებას. პროფესიონალური ხელოსნების მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიღებული შედეგი იყოს სრულყოფილი და ხანგრძლივი.

ფრანგული ჭერის დამონტაჟებამდე აუცილებელია ოთახის სრულად მომზადება მონტაჟისთვის. ამისათვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:

● ოთახიდან გაიტანეთ ყველა მცენარე, ძვირფასი ნივთი და ყველაფერი, რაც შეიძლება დეფორმირდეს მაღალ ტემპერატურაზე.

● ოთახი მაქსიმალურად გაათავისუფლეთ ავეჯისა და ტექნიკისგან. ნივთები, რომელთა გატანაც ოთახიდან შეუძლებელია, დაფარეთ ბამბის ქსოვილით.

● სრულად გაათავისუფლეთ სივრცე პერიმეტრის გარშემო მარტივი წვდომისთვის.

● ჭერის საბაზისო ნაწილიდან მოაცილეთ ყველა ჩამოკიდებული ელემენტი, გაწმინდეთ აქერცლილი შპალერი, მოაშორეთ ყველა დამპალი მასალა და ა.შ.;

● დაასრულეთ ელექტროგაყვანილობის მომზადება და მონტაჟი განათების მოწყობილობების საბოლოო გაყვანილობით.

● დააინსტალირეთ ჭერის მიმდებარე ყველა დამატებითი ელემენტი (თაღები, ტიხრები, კედლები, ჩაშენებული კარადები და ა.შ.)

● დაასრულეთ კედლების მომზადება მონტაჟისთვის, შეღებვისა და შპალერის გაკვრის ყველა სამუშაო, თაბაშირ-მუყაოს, კერამიკული ფილების და სხვა სტრუქტურული ელემენტების ჩათვლით. მასალები უნდა იყოს საიმედოდ დამონტაჟებული და უნდა გაუძლოს მინიმუმ 60 კგ/მ² ცვეთის ძალას.

რა ხდება მაშინ, როცა საჭიროა ფრანგული ჭერის შეკეთება?

მას შემდეგ, რაც მოხდება ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი, დროთა განმავლობაში გარკვეული ზემოქმედების შედეგად შესაძლოა საჭიროებდეს შეკეთებას, მაგალითად, დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლებას ან დაჭიმვის გაუმჯობესებას.

ამ პროცესში გამოცდილი ფრანგული ჭერის ხელოსნები უზრუნველყოფენ ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას, რაც გასაჭიმ ჭერს პირვანდელ იერსახეს დაუბრუნებს. არასწორი მონტაჟის შემთხვევაში, შესაძლოა, წარმოიშვას სხვადასხვა პრობლემა, რაც ჭერის საბოლოო მდგომარეობას შეცვლის და დააზიანებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გამოცდილი სპეციალისტის დახმარება, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან, სწრაფ და უსაფრთხო ინსტალაციას.

გაითვალისწინეთ, რომ გასაჭიმი ჭერის მონტაჟი საკმაოდ მოწესრიგებულ და ტექნიკურად გათვლილ პროცესს მოითხოვს. ის შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან, რომელთა დაცვა აუცილებელია ხელოსნის მხრიდან, საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

ჭერის მომზადება - ფრანგული ჭერის მონტაჟის დაწყებამდე საჭიროა ჭერის ზედაპირის შეფასება და მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ გასაჭიმი ჭერი მთლიანად ფარავს ძველ ან ახალ ზედაპირს, მნიშვნელოვანია, რომ ის არ იყოს დაზიანებული ან ჩამონგრევის პირას.

ჩარჩოს (პროფილების) მონტაჟი - ფრანგული ჭერის დამაგრება ხდება სპეციალურ ალუმინის ან პლასტმასის პროფილებზე, რომლებიც ფიქსირდება კედლებზე ან ჭერზე. სწორად დამონტაჟებული ჩარჩო უზრუნველყოფს გასაჭიმი ჭერის სტაბილურობასა და გამძლეობას.

მასალის მომზადება და გაჭიმვა - ფრანგული ჭერის ქსოვილი ან PVC ფირი მჭიდროდ მაგრდება პროფილზე. თუმცა, იმისთვის, რომ იგი იდეალურად გაიჭიმოს და მიიღოს საბოლოოდ სასურველი და შესაბამისი ფორმა, საჭიროა განსაკუთრებული ტექნოლოგიის გამოყენება. პროფესიონალი ხელოსნები თერმული გამათბობლებით (სითბური იარაღებით) ათბობენ მასალას, რაც მას ელასტიკურს ხდის და სრულყოფილი დაჭიმვის საშუალებას იძლევა.

მას შემდეგ, რაც გასაჭიმი ჭერი სრულყოფილად გაიჭიმება, საჭირო ხდება დამატებითი ელემენტების, მაგალითად, განათების სისტემის, ვენტილაციის და დეკორატიული დეტალების მონტაჟი. გამოცდილი ხელოსანი ზუსტად გამოჭრის შესაბამის ადგილებს განათებისთვის და უზრუნველყოფს სიმეტრიულ და ესთეტიკურად დახვეწილ დიზაინს

NS