ავტორი:

ვარსკვლავების გამანადგურებელი: NASA-მ დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის მანძილზე კოსმოსური "ურჩხული" აღმოაჩინა

ვარსკვლავების გამანადგურებელი: NASA-მ დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის მანძილზე კოსმოსური "ურჩხული" აღმოაჩინა

დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს "ურჩხული", რომელიც ანადგურებს მასთან ახლოს მყოფ ნებისმიერ ობიექტს. თეორიულად, ამან შეიძლება სამყაროს დასასრული გამოიწვიოს, - წერს გამოცემა ECONews.

ამ ცოტა ხნის წინ, NASA-ს მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით აღმოაჩინეს სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელმაც ვარსკვლავი შთანთქა.

ამ მოვლენას AT2024tvd ეწოდა. მეცნიერთა აზრით, ამ სუპერმასიურმა შავმა ხვრელმა ხელი შეუწყო კოსმოსური ფენომენის ძალიან იშვიათი ტიპის აღმოჩენას, რამაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი ცოდნა გალაქტიკების ევოლუციის შესახებ. მისი გრავიტაციული ძალების გავლენით, მასთან მიახლოებისას ვარსკვლავი უბრალოდ დაიშალა, გარდა ამისა, ვარსკვლავის დაშლა არ მომხდარა გალაქტიკის ცენტრში, არამედ მისგან 2600 სინათლის წლის მანძილზე, სადაც კიდევ ერთი, კიდევ უფრო დიდი შავი ხვრელი არსებობს. მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს პირველი ასეთი შემთხვევაა.

მკვლევრებმა გამოთქვეს მოსაზრება , რომ ეს აღმოჩენა ცხადყოფს იმას, რომ გიგანტურ შავ ხვრელებს შეუძლიათ სივრცეში ხეტიალიც. ადგილი, სადაც AT2024tvd მოხდა, ასევე უჩვეულოა, რადგან ის მდებარეობს ბნელ და წყნარ მხარეს.

მათივე ვარაუდით, ვარსკვლავის დაშლის პროცესი ლურჯ ციმციმს ჰგავდა, რომელიც გალაქტიკის ნარინჯისფერი შეფერილობის ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა. როგორც მათ განმარტეს, ეს გამოწვეული იყო ვარსკვლავის ნარჩენების მილიონობით გრადუსამდე გათბობით.

თარგმნა ლაშა ლაშქარაშვილმა