ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით საკუთარ მოედანზე ფარერები 1:0 დაამარცხა.
"ჯვაროსნების“ რიგებში ბოლო, 79-ე შეხვედრა გიორგი ლორიამ ჩაატარა, რომელიც 17-წლიანი კარიერის შემდეგ ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში დაემშვიდობა.
სანიოლის გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და დაწინაურდა კიდეც - კუთხურიდან გულიაშვილის ჩაწოდებულ ბურთს რეინატრიოს კარში თავით ადგილი ლოჩოშვილმა მიუჩინა. აქედან მოყოლებული თამაშის ტემპი დაეცა, მასპინძლების შეტევები მინავლდა. ქვილითაიამ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ შანსი სტუმრებსაც მიეცათ, როდესაც იოჰანსენს გატანა ლორიამ არ დაანება. მერე მომენტი გველესიანმა ვერ გამოიყენა. სანიოლმა სამმაგი შეცვლა გააკეთა - შენგელიას, ქვილითაიას და გულიაშვილის ნაცვლად მოედანზე ბერიძე, ვოლკოვი და მამუჩაშვილი შეუშვა. შემდეგ მცირე ტრავმა მექვაბიშვილმა მიიღო, რომელიც ნონიკაშვილმა შეცვალა, მე-80 წუთზე კი მოედანზე ლოჩოშვილის ნაცვლად 16 წლის ხარებაშვილი შევიდა. ბოლოს კლეტსკარმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და საბოლოოდ 1:0. გააგრძელეთ კითხვა