ავტორი:

"ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!" - ტრამპი მასკს პასუხობს

"ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!" - ტრამპი მასკს პასუხობს

ილონ მასკი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“ილონი “იცვითებოდა”, წასვლა ვთხოვე მას, გავაუქმე მისი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას მისი ელექტრომანქანების ყიდვას აიძულებდა, რომლებიც ისე არავის უნდოდა (რაც მან თვეებია იცოდა, რომ ვიზამდი!), და ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მის გარეშე “ტრამპი არჩევნებს წააგებდა”.

კერძოდ, მასკი ტრამპს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია ილონით”.

იხილეთ ასევე: