მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის "რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
მან შემდგომ პოსტში დაამატა: "შეინახე პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამოაშკარავდება“.
მასკს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია. ასევე ილონ მასკი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება.
კერძოდ, მასკი გამოეხმაურა პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელიც „ტრამპის იმპიჩმენტის და მისი ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების“ იდეით გამოვიდა. „დიახ“, - დაწერა ილონ მასკმა პოსტის საპასუხოდ.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="qst" dir="ltr">Yes <a href="https://t.co/rqRsX8B4Hg">https://t.co/rqRsX8B4Hg</a></p>— Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1930719235770359903?ref_src=twsrc%5Etfw">June 5, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
რაც შეეხება, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს, მას სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ციხეში კი სოცოცხლე სუიციდით დაასრულა.
"ეპშტეინის ფაილები" მოიცავს, სასამართლოს დოკუმენტებს,მოწმეების ჩვენებებს, მტკიცებულებებსა და მასალებს. არსებობს ცნობები ცნობილ ადამიანებთან შესაძლო კავშირებზე.
წაიკითხეთ ასევე: