თბილისში, გუშინ მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრეს, სამწუხაროდ ერთი მათგანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლული 42 წლის რამაზ როგავაა.
"რამაზი ერქვა, მაგრამ ყველა ალიკას ვეძახდით. 42 წლის იყო, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ინფორმაცია არ მაქვს მომხდარი მკვლელობის დეტალებზე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო, ფიზიკურად შრომობდა. ობლად გაზრდილები არიან ის და მისი დედმამიშვილები და ძალიან სამწუხაროა, რომ ბედმა იგივე წრეზე იარა, მასაც დარჩა ქალიშვილი, რომელსაც ვერ ეუბნებიან საყვარელი მამის მკვლელობის ამბავს.
უბრალოდ ვერ ამიხსნია რატომ უნდა მოეკლათ, ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩხუბს არ დაიწყება და მისი მიზეზით არანაირი კონფლიქტი არ მოხდებოდა. ყველაფერი ერთმანეთში მერევა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისე განვიცდი ამ ამბავს. გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა, არავის მიაყენებდა შეურაცხყოფას, შელაპარაკების მიზეზი თვითონ არ იქნებოდა. არ ვიცი ასე რატომ გაიმეტეს და ვინ გაიმეტა. როგორც ვიცი, დამნაშავესაც არ იცნობდა. არც სხვა დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია...წაიკითხეთ სრულად