ავტორი:

"ჩემი შვილი და ზურაბ ადეიშვილის შვილი, ნიკოლოზ ადეიშვილი კლასელები იყვნენ... მათი თანაკლასელობა რომ ვახსენე გაღიზიანდა, დასჯით დამემუქრა" - ვალერი შოშიაშვილი

"ჩემი შვილი და ზურაბ ადეიშვილის შვილი, ნიკოლოზ ადეიშვილი კლასელები იყვნენ... მათი თანაკლასელობა რომ ვახსენე გაღიზიანდა, დასჯით დამემუქრა" - ვალერი შოშიაშვილი

დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა ვალერი შოშიაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გამოსძალა თანხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიზნესის კეთების სანაცვლოდ.

  • ვალერი შოშიაშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ოჯახთან ერთად ბიზნესს ფლობდა, თუმცა ბიზნესის ფლობისა და კეთების სანაცვლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას 100 000 ლარის ოდენობით თანხის იძულებით გადახდა მოსთხოვა.

მისივე განმარტებით, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კომუნიკაცია მოუწია იუსტიციის იმდროინდელ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან.

ამასთან, ვალერი შოშიაშვილის თქმით, მისი შვილი და ზურაბ ადეიშვილის შვილი, ნიკოლოზ ადეიშვილი კლასელები იყვნენ. შოშიაშვილის თქმით, ვიდრე ზურაბ ადეიშვილს პირისპირ შეხვდებოდა, მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შვილების თანაკლასელობა ახსენა, რამაც ადეიშვილი გააღიზიანა, ხოლო პირისპირ შეხვედრისა და კომუნიკაციის დროს კი შვილების თანაკლასელობის ფაქტის ხსენების გამო ადეიშვილი მას დასჯით დაემუქრა.

ვალერი შოშიაშვილის მოსაზრებით, შვილების თანაკლასელობის ხსენება ზურა ადეიშვილმა აღიქვა იმდაგვარად, რომ მას საქმეში თითქოს დასახმარებლად და საშველად მიმართავდა.

"ჩვეულებრივად დორბლებს ყრიდა. შემოვიდა დასჯის... ასეთი გაგიჟებული ადამიანი არ მინახავს. შემოვიდა დასჯის... და თქვა: შენ, ახლა ეს ბავშვები რომ ახსენე, ამაზე უფრო მეტად დაისჯები და ოთახიდან გავიდა კარების მოჯახუნებით... იმან უფრო აღიქვა იმით, რომ მე მას ვრევდი ჩემს დასახმარებლად და საშველად, როგორ გავბედე მასთან გატოლება. შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მხოლოდ ამ ფრაზებით შემოიფარგლა“, - განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

ამასთან, თეა წულუკიანმა შოშიაშვილს ჰკითხა, თუ საიდან დაასკვნა ის, რომ ამ კომუნიკაციისას ადეიშვილი დორბლებს ყრიდა, გაბრაზებული რომ იყო“, რაზეც შოშიაშვილმა უპასუხა, რომ „აღელვებული და აქოშინებული იყო“.

"ჰო, სხვისი შვილის გაუბედურება შეიძლება თურმე და თავისი შვილი არ უნდა ახსენო. ეს საინტერესო ეპიზოდია ამ საქმეში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წაიკითხეთ ასევე: