პანიკაში მყოფი 19 წლის გოგოგნა მონტენეგროში, პარაშუტით ფრენისას დაიღუპა. უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ქამრის გახსნას მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანდა, თუ როგორ იხსნიდა პანიკაში მყოფი ახალგაზრდა ქალი სასიცოცხლო ჟილეტს და ცდილობდა, უსაფრთხოების ქამარი მოეშორებინა.
ღილის გასნის შემდეგ, კადრებში გამოჩნდა, როგორ გადატრიალდა თავდაყირა გოგონა და უცებ თვალთახედვიდან გაქრა.
ცხადი არ ყოფილა, თუ რატომ დაიწყო რადონიჩმა ქამრის გახსნა ან რამდენ ხანს გრძელდებოდა ფრენა ტრაგედიამდე.
ზოგიერთი ადგილობრივი მედიის თანახმად, მას შესაძლოა, პანიკური შეტევა ჰქონოდა.
ახალგაზრდა ქალის უსულო სხეული წყლიდან ამოიტანეს.
არსებული ინფორმაციით, რადონიჩმა პარაშუტით ფრენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სანაპიროზე მას კომპანიის წარმომადგენელი მიუახლოვდა და უფასო ფრენა შესთავაზა.
"მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ყველანი შოკში ვართ... ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა," - განუცხადა გამოცემას მირკო კრძიჩმა, კომპანიის მფლობელმა, - "მას ფრენის შიში არ გამოუვლენია. ტრენინგი გაიარა, რასაც ტრაგედია მოჰყვა. ყველა აღჭურვილობის ტექნიკური ინსპექტირება მიმდინარეობს და გვამის გაკვეთის შედეგებს ელოდებიან."