კინოპრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები 14 ივნისს გამოვლინდებიან.
წარმოგიდგენთ 2025 წლის ნომინანტებს:
საუკეთესო ფილმი:
საუკეთესო რეჟისორი:
საუკეთესო მსახიობი:
საუკეთესო ოპერატორი:
საუკეთესო მონტაჟი:
საუკეთესო მხატვრული გაფორმება
ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდი დაასახელებს 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა.
სწორედ, 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე შევიტყობთ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან - კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი.
დაარსების დღიდან, პრემია “ელისოს” ერთგული მხარდამჭერი და გენერალური პარტნიორია თიბისი. მთავარი მხარდამჭერები არიან: კოკა-კოლა, სიტროენი, ვაზისუბნის მამული, ენკენი ფილმს, ბლუტაბლა, სარაჯიშვილი და რუმს ჰოტელი.
R