რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცს ახალ "თანამდებობაზე“ წარმატება უსურვა.
მისი თქმით, ბარციცს წვლილი მიუძღვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაში იმ პერიოდში, როდესაც ის მოსკოვში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.
ლავროვის მტკიცებით, აფხაზეთი და რუსეთი არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.
"ჩვენი ქვეყნები არიან მოკავშირეები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ჩვენ ახლა ვქმნით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან სივრცეს ჩვენი პრეზიდენტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახდენთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსულ კანონმდებლობასთან, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებული რესურსები და მივაღწიოთ შედეგებს, რომლებიც თვალსაჩინო იქნება საპენსიო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში“, - აღნიშნა ლავროვმა.