ავტორი:

საქართველოში მოცვის მოსაკრეფად უცხოური ბრიგადები ჩამოჰყავთ - რა არის ამის მიზეზი?

საქართველოში მოცვის მოსაკრეფად უცხოური ბრიგადები ჩამოჰყავთ - რა არის ამის მიზეზი?

"შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მოცვის ბაღებში ჩამოჰყავთ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებიც, რომლებიც მოსავლის აღებაში ეხმარებიან“, - აცხადებს "ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია "კარტლისის“ წარმომადგენელი და დარგის ექსპერტი, სალომე დოღონაძე.

მისი თქმით, საქართველოში ლურჯი მოცვის პროფესიონალი მკრეფავების რესურსი არასაკმარისია და უცხოელების ჩამოყვანა ამ მიზეზით არის განპირობებული.

"საქართველოში ლურჯი მოცვის კულტურის საფუძვლიანი განვითარება 2016 წლიდან დაიწყო და მსხმოიარე ბაღების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამ კენკრის მოკრეფას სპეციალური ცოდნა და პროფესიონალიზმი სჭირდება, რა კუთხითაც პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა ბაღებისა და მსხმოიარობის ზრდის მასშტაბი ამ მაჩვენებლის მატებას მნიშვნელოვნად აღემატება.

გიდასტურებთ იმასაც, რომ საქართველოში, არსებობს კარგი ადგილობრივი მკრეფავებისგან შემდგარი ბრიგადები, რომლებიც უფრო და უფრო იხვეწებიან და გამოცდილებას იძენენ, ოღონდ, მათი რაოდენობა მკვეთრად არასაკმარისია და უცხოელების ჩამოყვანის აუცილებლობაც ამიტომ ჩნდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხი, რაშიც მოკრეფის სიჩქარე და ნაყოფის კონტეინერამდე მიტანის სპეციფიკა იგულისხმება - კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ამ მისიას ყველას ნამდვილად ვერ ანდობ“. გააგრძელეთ კითხვა

]