ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა.
"თბილისის "სივილ ნიუსი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ კორუფციულმა ანტიამერიკულმა "ქართული ოცნების“ პარტიამ განცხადება გაავრცელა დემოკრატიის წინააღმდეგ. ციტატა: "ყოველი პოლიტიკოსი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, "დიფ სთეითის“ ქსელის წევრია და ჯო უილსონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია".
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო.
ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს.
ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს "MEGOBARI აქტს“ 349-42-ზე ხმებით. კონგრესის 90%-მა მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს. ეს ქართველ ხალხს დიქტატორ ივანიშვილის მიტოვების არჩევანს აძლევს“, - განაცხადა უილსონმა.