ავტორი:

ისრაელში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს - რა დეტალებია ცნობილი

ისრაელში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს - რა დეტალებია ცნობილი

პარასკევს, ბენ-გურიონის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს რვა მოქალაქე დააკავა - ისინი ყალბი პასპორტების გამოყენებით, ისრაელში უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ.

  • ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ცნობით, დაკავებულთაგან ოთხი ქალი და ოთხი მამაკაცია. ისინი ისრაელში სხვადასხვა რეისით ჩავიდნენ. მათი ასაკი 40-დან 50 წლამდე მერყეობს.

პოლიციამ ყველა მათგანი დაკითხა და საქართველოში დააბრუნა. ისრაელის საგამოძიებო ორგანოები ყალბი დოკუმენტების წყაროს დადგენას ცდილობენ.

წყარო