ავტორი:

მერაბ დვალიშვილი ჩოხით, ლეგენდარული მაიკ ტაისონი და ძმებ თოფურიების გულშემატკივრობა - რა ხდება ბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე

მერაბ დვალიშვილი ჩოხით, ლეგენდარული მაიკ ტაისონი და ძმებ თოფურიების გულშემატკივრობა - რა ხდება ბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე

სულ მალე მერაბ დვალიშვილი-შონ ომალის რემატჩი გაიმართება. ბრძოლა UFC 316-ზე შედგება.

  • მერაბის საგულშემატკივროდ ნიუ იორკში იმყოფებიან ქართველი მებრძოლები, ალექსანდრე თოფურია და გურამ ქუთათელაძე.

მერაბს გულშემატკივრობს ასევე ილია თოფურიაც - "გამარჯვება შენ გეკუთვნის, ძმაო", - წერს ილია სოციალურ ქსელში. ვრცელდება ასევე ფოტოც, სადაც ჩანს, რომ ილია მერაბს ვიდეოზარითაც ამხნევებს.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი უკვე ადგილზე იმყოფება. ის დარბაზში ტრადიციულად, ჩოხით მივიდა. აღსანიშნავია, რომ მერაბს გულშემატკივრობს ლეგენდარული მაიკ ტაისონიც.