ავტორი:

"ამოიწურა გირაოს გადახდის ვადა, გამარჯობა პროკურატურა" - რას წერს ნიკა გვარამია

"ამოიწურა გირაოს გადახდის ვადა, გამარჯობა პროკურატურა" - რას წერს ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურას მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ გირაოს გადახდის ვადა ამოიწურა.

"5 წუთის წინ ამოიწურა გირაოს გადახდის ვადა.

გამარჯობა საქართველოს პროკურატურა", - წერს გვარამია.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გვარამიას განცხადებით, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.